გუვაჰატი,[2] გაუჰატი (ასამ. গুৱাহাটী) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში ყველაზე დიდი. მოსახლეობა — 968 549 კაცი[1] (2011, აღწერა; ინდუისტები — 80%, მუსლიმები — 13%, ქრისტიანები — 5%). მდებარეობს შტატის ცენტრალურ ნაწილში, შილონგის პლატოს ძირში, მდინარე ბრაჰმაპუტრაზე, ადმინისტრაციულ ცენტრ დისპურიდან ჩრდილო-დასავლეთით. საავტომობილო გზების კვანძი; სარკინიგზო ხაზი პატნადიმაპური. ბრაჰმაპუტრაზე გადებული მრავალფუნქციური საავტომობილო-სარკინიგზო ხიდი სარაიგა (სიგრძე 1,8 კმ). სამდინარო პორტი. საერთაშორისო აეროპორტი (2 მილიონი მგზავრი, 2014). საბაგირო გზა მდინარე ბრაჰმაპუტრაზე.[3]

ქალაქი
გუვაჰატი
ასამ. গুৱাহাটী
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ასამი
კოორდინატები 26°10′50″ ჩ. გ. 91°45′00″ ა. გ. / 26.180587611° ჩ. გ. 91.750238000° ა. გ. / 26.180587611; 91.750238000
პირველი ხსენება IV საუკუნე
ფართობი 216 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 51 მეტრი
მოსახლეობა 968 549[1] კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 361
საფოსტო ინდექსი 781001
ოფიციალური საიტი https://eodbassam.in/
გუვაჰატი — ინდოეთი
გუვაჰატი

ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. დაარსების დრო უცნობია, გუვაჰატის პირველი შემორჩენილი მოხსენიება IV საუკუნეს განეკუთვნება. კამაკჰია-მანდირის ტაძარი, ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ტანტრული ტაძარი, — ინდუსების მომლოცველობის ცენტრი. ნავარგაჰის (ათი ციური სხეულის) ასტროლოგიური ტაძარი.[3]

გუვაჰატი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის მეცნიერებისა და განათლების მსხვილი ცენტრია. უნივერსიტეტები: გუვაჰატის (1948), ეროვნული სამართლი, იურიდიული აკადემია (2010); ინსტიტუტები: ინდოეთის ტექნოლოგიური (1994), ფარმაცევტული განათლებისა და კვლევის (2008), კოლეჯები: ბამბის (1901), ასამის შტატის საინჟინრო (1955), გუვაჰატის სამედიცინო (1960). ასამის შტატის მუზეუმი (1940; ბიბლიოთეკასთან ერთად, 1985). კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი „შრიმანტა შანკარდევ კალატშეტრა“ (1998; მუზეუმითა და ბიბლიოთეკით). პლანეტარიუმი (1994). ასამის შტატის ზოოპარკი (1958; ბოტანიკური ბაღით).[3]

სტადიონები: ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის (1962; 15 ათასი ადგილი), ინდირა განდის სახელობის (2007; 35 ათასი ადგილი; საფეხბურთო-სამძლეოსნო), ბალახის ჰოკეის შეჯიბრებებისათვის (2007), კრიკეტის (2012; 60 ათასი ადგილი). ველოდრომი (2007).[3]

ქალაქის ეკონომიკის საფუძველია მომსახურების სფერო. გუვაჰატი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრია, აგრეთვე ჩაის ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი მოედანი მსოფლიოში (ჩაის აუქციონები). საფონდო ბირჟა (1983). სასოფლო-სამეურნეო (ჩაი, ბრინჯი, ჯუთი, შაქრის ლერწამი, ბამბა, ციტრუსები; მეაბრეშუმეობა) რაიონის საორგანიზაციო ცენტრი. მრეწველობის წამყვანი დარგებია: თავთობგადასამუშავებელი, კოქსქიმიური, ჯუთის, სამკერვალო, ტყავის, ჩაის საწონი, კვებისა და პოლიგრაფიული. ნავთობგადასამუშავებელი კომპანია „Indian Oil Corporation“ (1962; სიმძლავრე 1 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი წელიწადში; აგებულია რუმინეთის ტექნიკური დახმარებით). სამი ინდუსტრიული ზონა: „Bamunimaidan“ (ცხიმოვანი მჟავების, სპირტების, სამომხმარებლო საქონლის წარმოება), „Kalapahar“ (პლასტმასის ნაკეთობები, ტანსაცმელი), „Amingaon“ (ავეჯი, ფარვაცევტული პრეპარატები). გუვაჰატის შემოგარენში მოიპოვებენ ნავთობსა და ქვანახშირს.[3]

  1. 1.0 1.1 ინდოეთის მოსახლეობის აღწერა 2011 (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-10. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2020.
  2. ელერდაშვილი ა., გუვაჰატი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Мясников В. Г.. (2016) ГАУХАТИ. Большая российская энциклопедия. Электронная версия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-10. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2020.