ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გუგუში (აზერბ. Ququş; ინგლის. Googoosh, სპარს. گوگوش‎; ნამდვილი სახელი — Faige Atəşin (აზერ. Faiqə Atəşin; სპარს. فائقه آتشین‎); 5 მაისი, 1950, თეირანი) — ირანელი მომღერალი და მსახიობი. 1970-იან წლებში ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი და მსახიობი ირანში. ასევე ცნობილია თურქეთში, ამიერკავკასიაში, აშშ-სა და ცენტრალურ აზიაში. სსრკ-ში პოპულარობა მოიპოვა  ფილმის "გრძელი ღამის" წყალობით.[1]

გუგუში

ჰოლივუდი,2018
მშობლიური სახელი სპარს. گوگوش
დაბადების სახელი Faegheh Atashin
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1950 (72 წლის)
თეირანი,ფეჰლევიანების ირანი
მოქალაქეობა ირანის დროშა ირანი
აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1953–1979;2000–დან
მეუღლე(ები) 3
შვილ(ებ)ი 1

ცხოვრება და შემოქმედება

რედაქტირება

ფაიგე ათეშინი დაიბადა 1950 წლის 5 მაისს თეირანში, სარჩეშმის ქუჩაზე, მისი მშობლები იყვნენ აზერბაიჯანელი ემიგრანტები საბჭოთა კავშირიდან

ფაიგე ბავშვობიდან გამოდიოდა სცენაზე მამასთან ერთად. შვიდი წლის ასაკიდან უკვე ფილმებში იღებდნენ. 13 წლამდე ასრულებდა საბავშვო როლებს. ზრდასრულ ასაკში მისი პირველი ნამუშევარი იყო  1965 წელს შესრულებული როლი ფილმში ეშმაკი. მან ითამაშა 25-ზე მეტ ფილმში, რომელთაგან ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე წარმატებული  გამოდგა. [2]

1971 წელს ფაიგემ ფრანგულ ენაზე  შეასრულა სიმღერები კანში  "Retour de la ville" და "J'entends crier je t'aime" და  დაიკავა 1 ადგილი. 1970-იან წლებში, მისი პოპულარობა გაიზარდა.  მომღერალმა  ირანულ პოპ-მუსიკას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუთქვა სახელი. გუგუშმა პოპულარობა მოიპოვა თავისი საფირმო ვარცხნილობით და დახვეწილი ჩაცმის სტილით. იგი შთაგონების წყარო გახდა მრავალი ირანელი ქალისთვის.  მისი მუსიკა შეიცავდა  1960-იანი და 1970-იანი წლების პოპ-მუსიკის ელემენტებს, რომელსაც ტრადიციული ელფერი დაჰკრავდა. ასრულებდა ემოციურ ბალადებს სიყვარულზე, დანაკარგზე, რომელიც ახლოს იყო შანსონის, განსაკუთრებით ედიტ პიაფის სტილთან. ფაიგეს მუსიკა ასევე პოპულარული იყო არასპარსულენოვან მსმენელებში.[3][4]

ფაიგე ათეშინმა სასცენო სახელად აირჩია სომხური სახელი „გუგუში“, რომელსაც ჩეულებრისამებრ ბიჭებს არქმევდნენ. გუგუში მას დაბადებისთანავე ერქვა, მაგრამ იმის გამო, რომ სახელი მამრობითი სქესისაა, რეგისტრაციისას პრობლემები შეექმნა, ამიტომ იგი დაარეგისტრირეს, როგორც "ფაიგე."

გუგუში მღერის სპარსულ ენაზე, გარდა ამისა, იგი ასრულებს სიმღერებს აზერბაიჯანულ, არაბულ, სომხურ, ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე. თავად ირანში თანამედროვეობის სიმბოლოა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.[5]

 
მამასთან ერთად
 
ჩოგბურთის თამაშის დროს. 1970 წ.

1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის დროს, გუგუში   ლოს-ანჯელესში იმყოფებოდ,. თუმცა ირანში არჩია დაბრუნება რაც "სამშობლოს სიყვარულით" ახსნა. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციის შემდეგ მდგომარეობა ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალა, გუგუში სამშობლოში დარჩა.მას აეკრძალა ირანში გამოსვლა. როდესაც პრეზიდენტი მოჰამედ ჰათამი მოვიდა სათავეში, მომღერალს ნება დართო ქვეყნის გარეთ საგასტროლო ტურნე მოეწყო.

მომღერალი 2000 წელს გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლოს-ანჟელესში, სადაც აგრძელებს მოღვაწეობას.[6]

2002 წელს მისი სიმღერა "Garibi-Ashina" გახდა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე პოპულარული სიმღერა  BBC-ის მიხედვით.

აზერბაიჯანულ ენაზე შესრულებული პოპულარული სიმღერა იყო კომპოზიცია "Ayrılıq" ( "განშორება"), რომელიც მომღერალმა ჩაწერა და პირველად შეასრულა 1972 წელს, სოლო კონცერტის დროს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ მომღერალმა განაგრძო გასტროლები და  რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა კონცერტები. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე მომღერალი პირველად გამოვიდა 2017 წლის 31 აგვისტოს ერევანში და 2017 წლის 3 სექტემბერსთბილისში. გუგუში არაერთხელ იყო მიწვეული აზერბაიჯანში კონცერტის ჩასატარებლად, მაგრამ მომღერლის გამოსვლა ბაქოში არ შედგა.[7][8]

მომღერალი 3-ჯერ იყო დაქორწინებული. მესამე იყო ქმარი გახლდათ ბეჰრუზ ვოსუგი, რომელთანაც ითამაშა რამდენიმე ფილმში, მაგრამ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი კამბიზი.

ვიდეოები

რედაქტირება
  1. Googoosh biography
  2. Cohen, Tom. "Googoosh Returns to Public Arena". AP NEWS. Retrieved 25 March 2019.
  3. Desk, TV News. "Googoosh Brings THE MEMORY MAKERS Tour to Hollywood Bowl This May". BroadwayWorld.com. Retrieved 24 March 2019.
  4. "Googoosh Music Academy Talk With Raha Etemadi". Radio Javan. Retrieved 18 December 2020.
  5. "صفحه‌های گرامافون گوگوش". დაარქივებული 2023-03-28 საიტზე Wayback Machine. ShahreFarang (სპარს). 11 January 2012. Retrieved 25 March 2019.
  6. Arellano, Gustavo (21 May 2003). "Catharsis Queen". OC Weekly. Retrieved 25 March 2019.
  7. "Googoosh, The most celebrated Iranian pop artist of all times". Iran Chamber Society. Googoosh was born Faegheh Atashin in 1951 on Ghubba Street, in an old part of Khorramdarreh, to Azerbaijani immigrant parents from the former Soviet Union.
  8. "Googoosh Music Academy, a Persian Talent Show « დაარქივებული 2023-01-31 საიტზე Wayback Machine. Payvand.com". payvand.com. Retrieved 18 December 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუგუში“-დან