გუგარაცის ქედიმცირე კავკასიონის ქედი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ სომხეთში. წარმოადგენს მდინარეების დებედისა და აღსტევის წყალგამყოფს. გადაჭიმულია კოზმანისა და ვოსკეპარის ქედებიდან მწვერვალ სოუხბულაკამდე (2072 მ). სიგრძე — 35 კილომეტრი. უმაღლესი მწვერვალია შატინი (2244 მ.). ფერდობები ძალზედ დახრილი და ეროზირებულია. ქედი დაფარულია ტყით (უპირატესად წიფელი და მუხა) და მდელოებით. ჩრდილოეთის 1/3 თითქმის მთლიანად დაფარულია ტყით, დარჩენილი ნაწილი კი — ალპური მდელოა. აღმოსავლეთი ფერდობები გამოირჩევა ტბების სიმრავლით. ქედის არეალში მოიპოვება სამშენებლო მასალები, რკინის მადანი, ოქრო, სპილენძი, ვერცხლისწყალი და მოლიბდენი.

გუგარაცის ქედი
გუგარაცის ქედი
გუგარაცის ქედი
კოორდინატები: 41°03′00″ ჩ. გ. 44°48′45″ ა. გ. / 41.05000° ჩ. გ. 44.81250° ა. გ. / 41.05000; 44.81250
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
უმაღლესი წერტილი შატინი
სიმაღლე 2244 
სიგრძე 35 კმ
გუგარაცის ქედი — სომხეთი
გუგარაცის ქედი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება