გრძელდინგა ვეშაპი

გრძელდინგა ვეშაპი (ლათ. Hyperoodon) — კბილიანი ვეშაპების გვარი დინგნისკარტასებრთა ოჯახისა. აერთიანებს ორ, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგომ სახეობას: ჩრდილოური გრძელდინგა ვეშაპი (H. ampullatus) და ბრტყელშუბლა გრძელდინგა ვეშაპი (H. planifrons). საინტერესოა, რომ ამ ორი სახეობის განსახლების არეალები ათასობით კილომეტრითაა ერთმანეთისაგან დაშორებულია: პირველი არქტიკაში გვხვდება, მეორე — სამხრეთ ნახევარსფეროში. აქვთ გრძელი დინგი, ძლიერ განვითარებული შუბლი, რომელში მდებარე პარკში სპერმაცეტია მოთავსებული. გააჩნიათ ორი წყვილი კბილი. მამალი სიგრძეში 9,4 -მდეა, დედალი — 8,7 მ. მასა — 6–8 . შეფერილი არიან მეტ-ნაკლებად ერთფეროვნად — რუხად, ასაკის მატებასთან ერთად ფერმკრთალდებიან. იკვებებიან უმთავრესად თავფეხიანებით, აგრეთვე თევზით, იშვიათად — ჰოლოთურიებითა და ზღვის ვარსკვლავებით. ყვინთავენ ღრმად, წყლის ქვეშ ერთ საათამდე შეუძლიათ გაჩერება. მაკეობა 12–15 თვე გრძელდება, 3–3,5 მ სიგრძის ნაშიერს გაზაფხულზე ან ზაფხულში ბადებს. ცხოვრობენ ჯოგებად. სარეწაო ობიექტია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო ნადირობა კვოტების მიხედვით მიმდინარეობს.

გრძელდინგა ვეშაპი

ჩრდილოური გრძელდინგა ვეშაპი (H. ampullatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hyperoodon (Lacépède, 1804)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება