გროზნოს ოლქი (რუს. Грозненская область) — ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული რსფსრ-ის შემადგენლობაში, ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი გროზნო. ოლქი არსებობდა 1946-1956 წლებში და იგი შეიქმნა ჩეჩნებისა და ინგუშების შუა აზიაში დეპორტაციის შემდეგ. იარსება ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენამდე.

გროზნოს ოლქი (1946-1957 წწ.)

დაარსება

რედაქტირება

1944 წლის 7 მარტიდან 22 მარტამდე უკვე გაქუმებული ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე, სტავრპოლის მხარის შემადგენლობაში არსებობდა გროზნოს ოკრუგი. გროზნოს ოლქი კი დაარსდა 1944 წლის 22 მარტს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილების შესაბამისად, თებერვალში განხორციელებული ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმების შემდეგ. 1946 წლის 25 ივნისს რსფსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ რუსეთის კონსტიტუციის 14 მუხლიდან ამოიღო[1].

1947 წლის 25 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ნაცვლად საკავშირო კონსტიტუციის 22 მუხლში მოიხსენია გროზნოს ოლქი[2].

ოლქის ტერიტორია ძირითადად შედგებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ნაწილისაგან. ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის დაშლის შემდეგ დაღესტნის ასსრ-ს, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენლების მიხედვით გადაეცა ვედენის რაიონი, ნოჟაი-იურტის რაიონი, საიასანოვის რაიონი, კურჩალოვის რაიონი, შაროის რაიონი და გუდერმესის რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი. დაღესტნის ასსრ-ში მათ ასე შეუცვალეს სახელი: ნოჟაი-იურტს უწოდეს ანდალალის რაიონი, საიასანოვის რაიონს - რიტლიაბის რაიონი, კურჩალოვის რაიონს — შურაგატის რაიონი. ამავდროულად გააუქმეს ჩებერლოევის რაიონი და შაროის რაიონი და მათი ტერიტორია გადაეცა ბოტლიხისა და ცუმანდინის რაიონებს. ქალაქი მალგობეკი და ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის აჩალუკის, ნაზრანის, პსედახისა და პრიგოროდნის რაიონები გადაეცა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს. ითუმ-ყალეს რაიონი გადავიდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში და მას ეწოდა ახალხევის რაიონი.

ოლქის შემადგენლობაში შევიდა ადრე სტავროპოლის მხარის შემადგენლობაში შემავალი ნაურის რაიონი თავისი კაზაკური მოდგმის მოსახლეებით, ქალაქი ყიზლარი, ყიზლარის, აჩიკულაკის, ნოღაის, კაიასულინისა და შელკოვის რაიონები.

გეოგრაფია და მოსახლეობა

რედაქტირება

მთიანი რაიონების ასეთი გადანაწილების შემდეგ გროზნოს ოლქის შემადგენლობაში მთიანი ნაწილი მისი ტერიტორიის 1/4-ს შეადგენდა. გროზნოს ოლქის უმეტესი ნაწილი მდებარეობდა სტეპზე თერგსა და კასპიის ზღვას შორის. ოლქის მოხაზულობა რუსულ Г ასოს წააგავდა. დასახლებების უმეტესობამ მიიღო რუსული სახელწოდებები.

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის შემვეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლდნენ ძირითადად რუსული წარმომავლობის მოსახლეობა, ასევე დასახლდნენ ოსები, ქართველები, დაღესტნელები, სომხები და უკრაინელები. ახალ ჩასახლებულებს მისცეს ეპორტირებული ვაინახების პირუტყვი, ჰქონდათ რკინიგზაზე უფას მგზავრობის უფლება. მიუხედავად ამისა, სათესლე კამპანიის განხორციელების გეგმა რამდენიმე წლის შემდეგაც კი არ განხორციელებულა და შემცირდა. ომის დროს დაზიანებული ნავთობის ინდუსტრია გროზნოს ოლქში აღდგა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს 1944 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით სოფელ ოისუნგურს ეწოდა ნოვოგროზნენსკოე. რსფსრ-ის უმაღლესი საბწოს 1945 წლის 23 თებერვლის დადგენილებით გროზნოს ოლქის ატაგის რაიონს ეწოდა პრედგორნენის რაიონი, გალაშკინის რაიონს — პერვომაისკის, სტარო-იურტის რაიონს — გორიაჩეისტოჩნენის, ურუს-მარტანის რაიონს — კრასნოარმეისკოეს, შატოვის რაიონს — სოვეტსკის, შალინის რაიონს — მეჟდურეჩიეს, აჩხოი-მარტანის რაიონს — ნოვოსელსკი. 1946 წლის 25 ივნისს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმება და გროზნოს ოლქის დაარსება დაამტკიცა რსფსრ-ის ხელისუფლებამაც. 1946 წლის აგვისტოში გროზნოს ოლქში ჩამოყალიბდა გორაგორის, კრაინოვსკისა და ნოვოგროზნენსკოეს რაიონები. 1947 წლის 1 ივლისისათვის გროზნოს ოლქში იყო ორი ქალაქი (გროზნო და ყიზლარი) და 20 რაიონი. 1957 წლის 1 იანვრისათვის კი რაიონების რაოდენობა 17-მდე შემცირდა.

ოლქის ხელმძღვანელობა

რედაქტირება

საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეები

რედაქტირება

საოლქო კომიტეტის პირველი მდივნები

რედაქტირება

ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენა

რედაქტირება

1956 წელს საიდუმლო ბრძანების შესაბამისად ჩეჩნებსა და ინგუშებს მოეხსნათ შეზღუდვა გადასახლების ადგილებში. მაგრამ ამავე ბრძანების მიხედვით განისაზღვრა, რომ მათ არ ჰქონდათ სამშობლოში დაბრუნების უფლება, თუმცა, მიუხედავად ამისა 1956 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ათასი დეპორტირებული დაბრუნდა სამშობლოში. დადგა დეპორტირებული ხალხების სრული რეაბილიტაციისა და ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ საზღვრებში აღდგენის საკითხი. სკკპ გროზნოს ოლქის პირველი მდივანი ალექსანდრე იაკოვლევი, რომელიც რეაბილიტაციის წინააღმდეგი არ იყო, წავიდა კავკასიაში რესპუბლიკის აღდგენის წინააღმდეგ, რადგან მისი ტერიტორია უკვე დაკავებული ჰქონდათ ჩასახლებულ მოსახლეობას. მან შესთავაზა სსრკ-ის ხელმძღვანელობას ჩეჩნებისა და ინგუშებისათვის ავტონომიური რესპუბლიკა შეექმნათ ყაზახეთის სსრ-ში, იქ სადაც იყო მათი კომპაქტური დასახლება.

1957 წლის იანვარში ჩეჩნები და ინგუშები ოფიციალურად დაბრუნდნენ გადასახლებიდან, გროზნოს ოლქი გაუქმდა და საბჭოთა კავშირისა და რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოების პრეზიდიუმის ბრძანებით ამავე წლის 9 იანვრიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღსდგა. 1957 წლის 11 თებერვლის სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებით საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში დააბრუნეს სიტყვა „ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ“[3]. ამავე დროს გროზნოს ოლქის ყოფილი რაიონები, რომლებიც არ შევიდნენ აღდგენილი ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში გადასცეს რსფსრ-ის სხვა სუბიექტებს. ყარანოღაის, ყიზლარის, კრაინოვსკისა და ტარუმოვის რაიონები და ქალაქი ყიზლარი გადასცეს დააღესტნის ასსრ-ს, რომლის შემადგენლობაშიც ისინი შედიოდნენ 1937 წლამდე. აჩიკულაკისა და კაიასულინის რაიონები გადაეცა სტავროპოლის მხარეს.