გრიგოლ ხანძთელის ქუჩა

გრიგოლ ხანძთელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი). ვახტანგ ბერიძის ქუჩიდან პურის მოედნამდე. აღნიშნულია ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილს თბილისის 1785 წლის გეგმაზე. ქალაქის 1867 წლის გეგმაზე დატანილია ნორაშენის ქუჩის სახელით (სახელწოდება უკავშირდება ნორაშენის ღვთისმშობლის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას; მოიცავდა ახლანდელ ივერიის ქუჩასაც). 1923 წელს — ჰაზირას, 30-იან წლებში — ალექსანდრე მიასნიკოვის, 1991 წელს კი გრიგოლ ხანძთელის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის დასაწყისის და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი.

გრიგოლ ხანძთელის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები ნორაშენის ქუჩა, ჰაზირას ქუჩა, ალექსანდრე მიასნიკოვის ქუჩა

გლდანის რაიონი

რედაქტირება

გრიგოლ ხანძთელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, გლდანის რაიონში (ავჭალა). ალექსანდრე მანაგაძის ქუჩიდან ზაჰესის დასახლებამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 40-იან წლებში, ადრე — ვაჟა-ფშაველას სახელი ერქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება