ივერიის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი); კოტე აფხაზის ქუჩიდან ვახტანგ ბერიძის ქუჩამდე. აღნიშნულია ალ. პიშკევიჩის მიერ შედგენილი თბილისის 1785 წლის გეგმაზე. თბილისის 1844 წლის გეგმაზე დატანილია მაზრის ქუჩის სახელწოდებით. ეს ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული ქუჩა გრძელდებოდა ნორაშენის ღვთისმშობლის ეკლესიამდე, რის გამოც მას, 1867 წლის გეგმის მიხედვით, ნორაშენის ქუჩა ერქვა. XIX საუკუნის 70-იან წლებში ქუჩა გაგრძელდა პურის მოედნამდე. შემდეგ ქუჩის ერთ ნაწილს ნახშირის ქუჩა ეწოდა (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე), მეორეს ნორაშენის სახელი დარჩა (ახლანდ. გრიგოლ ხანძთელის ქუჩა). 1960 წელს ნახშირის ქუჩას ივერიის ქუჩა დაერქვა. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 ჩიხი.

ივერიის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
უბანი ქვემო უბანი
წინა სახელები მაზრის ქუჩა, ნორაშენის ქუჩა, ნახშირის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება