გრიგოლ ცაავა (დ. 5 იანვარი, 1962) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1982). 1982 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[1][2] 2008 წლის 10 მაისს აირჩიეს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.[3][4][5]

გრიგოლ ცაავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გრიგოლ ალექსანდრეს ძე ცაავა
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1962 (1962-01-05) (62 წლის)
დაბადების
ადგილი
ბირცხა, სოხუმი,
აფხაზეთის ასსრ
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1979–1987 დინამო თბ. 143 (27)
1987–1988 გურია 19 (1)
1988–1989 დინამო თბ. 30 (3)
1990 იბერია თბ. 8 (3)
1991–1993 ცხუმი 60 (4)
1993–1994 თეთრი არწივი 14 (7)
1994 შევარდენი-1906 8 (3)
1995 დინამო თბ. 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1974 წელს სოხუმის „ნორჩ დინამოელში“ მწვრთნელ გ. იოლჩიდისთან. 1978 წელს ლენინგრადის ჭაბუკ ფეხბურთელთა ტურნირზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გადაეცა გრიგოლ ცაავას.[6]

თამაშობდა საქართველოსა და სსრ კავშირის ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში. 1979 წლიდან თბილისი „დინამოშია“. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 25 ნოემბერს. დუბლიორთა 1981 წლის საკავშირო გათამაშების საუკეთესო სნაიპერი — 24 გოლი. დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტი.[7]

ევროთასებზე

რედაქტირება

ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში გრიგოლ ცაავას მონაწილეობით გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.

მოგება
ფრე
წაგება
სეზონი შეჯიბრება რაუნდი ქვეყანა მეტოქე გუნდი შინ სტ. წყარო
1981–82 თასების თასი
1/2
 
სტანდარდი ლიეჟი 0–1 0–1 [8]
1982–83 უეფა-ს თასი
1/32
 
ნაპოლი 2–1 0–1

მიღწევები

რედაქტირება
  იბერია თბილისი
უმაღლესი ლიგა
  ცხუმი სოხუმი
საქართველოს თასი

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
  2. Список 33 лучших футболистов сезона в СССР
  3. გრიგოლ ცაავა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-09. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
  4. Федерацию футбола Тбилиси возглавил Григол Цаава. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-09. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
  5. გრიგოლ ცაავას მოგონებები — „დინამოზე“, „ცხუმზე“, „ბერნაბეუს თასზე“, „ბაიერნის“ მოედნიდან გასვლაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-09. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
  6. პირველ ადგილზე // „ლელო“, 15 იანვარი, 1978, № 11 (6076), გვ. 1.
  7. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1982, გვ. 23
  8. Динамо (Тбилиси) 0–1 Стандард (Льеж) / fc-dynamo.ru
  9. Georgia — Championship Winning Teams.
  10. Georgia — Cup Final Details.