გრიგოლ ნაზიანზელი

წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი „უფროსი“ (დ. დაახ. 276 — გ. 374) — ნაზიანზის ეპისკოპოსი. ცნობილი გრიგოლი ღვთისმეტყველის მამა, წმინდანი. ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 იანვარი, ახალი სტილით — 14 იანვარი. იგი დიდგვაროვან, განათლებულ, მაგრამ წარმართულ ოჯახში აღიზარდა. თითქმის 45 წლისა იყო, როდესაც მეუღლის, კეთილმსახური ნონას (ხს. 18 აგვისტოს) სურვილით კათაკმეველად გამოაცხადა თავი, შემდეგ მოინათლა და ბოლოს, ნაზიანზის ეპისკოპოსიც კი გახდა.

გრიგოლ ღვთისმეტყველი მამას ასე იხსენებდა: „მამაჩემი იყო მშვენიერი და ფრიად კეთილი მოხუცი, უბრალო ზნის, ცხოვრებაში სამაგალითო, ჭეშმარიტი პატრიარქი, მეორე აბრაამი. თავდაპირველად ცდომილებაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ქრისტეს მეგობარი შეიქმნა, ბოლოს, მწყემსი და მწყემსმთავარიც.”

გრიგოლ ნაზიანზელი თავისი შვილის სულიერი მამაც იყო: 358 წელს თავად მონათლა იგი და სამი წლის შემდეგ ხუცესადაც დაასხა ხელი. გრიგოლ ღვთისმეტყველი მხარში ედგა ხანდაზმულ მშობლებს, მამის გარდაცვალების (374) შემდეგ კი ერთხანს ნაზიანზის მრევლსაც განაგებდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბააკაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 269.
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 11
  • ბააკაშვილი ვ., „გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების შესახებ“ //კრ: ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები, ტ. 4 თბილისი, 1973