გორგულის ეკლესიები
გორგულის ეკლესიები — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორგულის პირდაპირ, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლეზე, ადიგენიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, ახალციხიდან კი 30 კილომეტრში.
ისტორია
რედაქტირებასოფელ გორგულში ტყიან ფერდობზე მდებარეობს საეკლესიო კომპლექსი, მათ შორის ძლიერ დაზიანებული სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის, IX–X საუკუნით დათარიღებული ეკლესია და მეორე — კამარიანად შემორჩენილი, XIV საუკუნის მცირე ზომის ტაძარი. ცნობილია ასევე შოშხოთის ეკლესიის სახელით.
გორგულის ეკლესიები 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 224.
- ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-25.