გორანის მარიამწმინდის ეკლესია

გორანის მარიამწმინდის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძლიერ დაზიანებულია: ჩაქცეულია გადახურვა, მონგრეულია ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხე და განივი კედლების ზედა ნაწილები, დაზიანებულია საპირე წყობა. ეკლესია დარბაზულია (5,2 × 3,6 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია პატარა სწორკუთხა სარკმელი, ასეთივე სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდის კედელს მთელ სიგრძეზე დაახლოებით 0,2 მეტრი სიმაღლის საფეხური გასდევს, რომელიც უშუალოდ ერწყმის გრძივი კედლების საფეხურს.

ლიტერატურა რედაქტირება