ჯანფრანჩესკო II გონძაგა
(გადამისამართდა გვერდიდან გონძაგა, ჯანფრანჩესკო II)
ჯანფრანჩესკო II გონძაგა (იტალ. Gianfrancesco II Gonzaga; დ. 10 აგვისტო, 1466 — გ. 29 მარტი, 1519) — მანტუის მარკიზის ფედერიკო I გონძაგას ვაჟი და მემკვიდრე 1484 წლიდან.
1490 წლის 12 თებერვალს მან იქორწინა იზაბელა დ’ესტეზე (18.05.1474-13.02.1539), ფერარას ჰერცოგის ერკოლი I-ის ასულზე. 1489—1498 წლებში ჯანფრნაჩესკო გონძაგა ვენეციის ჯარების მთავარსარდალი იყო და საჰერცოგოს მეიე მეუღლე იზაბელა მართავდა.
ჯანფრანჩესკო II-ეს და იზაბელა დ’ესტეს 7 შვილი ჰყავდათ.
- ფედერიკო II (1500—1540) — მანტუის მარკიზი 1519 და ჰერცოგი 1530 წლიდან, მონფერატოს მარკიზი 1533 წლიდან. ∞ მარგერიტა (1510—1566), მონფერატოს მარკიზის გულიელმო XI-ის ასული.
- ერკოლე (1505—1563) — კარდინალი 1527 წლიდან, მანტუის რეგენტი 1540 წლიდან.
- ფერანტე I (1507—1557) — გუასტალას გრაფი 1539 წლიდან, სიცილიის მეფისნაცვალი 1536—1546 წლებში და მილანის მეფისნაცვალი 1546 წლიდან ∞ იზაბელა დი კაპუა († 1559), მოლფეტას პრინჩიპეს ფერინანდო I-ის ასული.
- ლივია (15091569).
- იპოლიტო († 1569).
- პიეტრო — კარდინალი 1527 წლიდან.
- ელეონორა († 1570) — ∞ 1) ანტონიო, მონტალტოს ჰერცოგი, ∞ 2) ფრანჩესკო მარია I დელა როვერე, ურბინოს ჰერცოგი.