ჰოლოდომორი

უკრაინელი ხალხის გენოციდი სსრკ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით 1932–1933 წლებში, ხელოვნური მასობრივი
(გადამისამართდა გვერდიდან გოლოდომორი)

ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) — მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.

შიმშილი საბჭოთა კავშირში, 1932–33: განსაკუთრებით დაზარალებული პუნქტები გაფერადებულია შავად

2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო.

ტერმინი ჰოლოდომორი ხაზს უსვამს შიმშილის ისეთ მიზანმიმართულ ასპექტებს, როგორიცაა გარე დახმარების უარყოფა, ყველა საყოფაცხოვრებო საკვების კონფისკაცია და მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა. იყო თუ არა ჰოლოდომორის გენოციდი, ჯერ კიდევ აკადემიური დებატების საგანია. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ შიმშილობა დაგეგმილი იყო იოსებ სტალინის მიერ უკრაინული დამოუკიდებლობის მომხრე მოძრაობის აღმოსაფხვრელად.[1] ჰოლოდომორი ხშირად შედარებულია ჰოლოკოსტის მდგომარეობასთან.[2] ამასთან, ზოგიერთი ისტორიკოსი ჰოლოდომორს გენოციდს უწოდებს.[3][4] 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად იქნა აღიარებული.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა ჰოლოდომორი, რომელიც სიტყვასიტყვით თარგმნილია უკრაინულიდან, ნიშნავს „სიკვდილს შიმშილით“, ან „შიმშილით მოკვლა, შიმშილით მკვლელობას“.[5] ეს არის უკრაინული სიტყვების ერთობლიობა ჰოლოდი „შიმშილი“ და მორ „ჭირი“. გამოთქმა მორიტი ჰოლოდომი ნიშნავს „მოკვდინებას შიმშილით“. უკრაინული ზმნა moryty (морити) ნიშნავს „მოწამვლას, გამოწურვას ან ტანჯვას“. მორიტის საწყისი ფორმაა ზამორიტი - „მოკვლა ან სიკვდილამდე მიყვანა შიმშილით, შრომით გაწურვა“.

ეს სიტყვა გამოიყენებოდა 1930-იან წლებში უკრაინულ დიასპორულ პუბლიკაციებში ჩეხოსლოვაკიაში (როგორც ჰალადამორი) და 1978 წლისთვისაც უკრაინულ საიმიგრაციო ორგანიზაციებში შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ამასთან, საბჭოთა კავშირში - რომლის შემადგენელი რესპუბლიკაც იყო უკრაინა - შიმშილობაზე დაწესებული იყო კონტროლი, 1956 წლის დე-სტალინიზაციის შემდეგაც კი. ისტორიკოსებს შეეძლოთ საუბარი მხოლოდ 'საკვების სირთულეებზე' და სიტყვის გოლოდ / ჰოლოდის გამოყენება იკრძალებოდა.

ჰოლოდომორის განხილვა უფრო ღია გახდა, გლასნოსტის შემდეგ 1980-იანი წლების ბოლოს. უკრაინაში სიტყვის პირველი ოფიციალური გამოყენება დაფიქსირდა 1987 წლის დეკემბრის უკრაინის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ვოლოდიმირ შჩერბიცკის გამოსვლაში[6] რესპუბლიკის მეშვიდე წლისთავის შესახებ. „ჰოლოდომორი“ ამჟამად შესულია უკრაინული ენის თანამედროვე, ორტომიან ლექსიკონში, რომელიც გამოქვეყნებულია 2004 წელს. ტერმინი აღწერილია, როგორც „ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი, რომელიც ორგანიზებულია ფართო მასშტაბით კრიმინალური რეჟიმის მიერ ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ“.

არსი და ხანგრძლივობა

რედაქტირება
 
ჰოლოდომორი, 1933, ალექსანდერ ვეინერბერგერის ფოტო

შიმშილობამ დააზარალა როგორც უკრაინის სსრ, ასევე მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (იმ დროისთვის უკრაინული სსრ-ის ნაწილი) 1932 წლის გაზაფხულიდან[7] 1933 წლის თებერვლიდან ივლისამდე.[8] ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა 1933 წლის გაზაფხულზე. შედეგები აშკარაა დემოგრაფიულ სტატისტიკაში: 1926-1939 წლებში უკრაინის მოსახლეობა გაიზარდა მხოლოდ 6,6%-ით, ხოლო რუსეთის და ბელორუსიის მონაცემები გაიზარდა 16.9% და 11.7%-ით.[9][10]

1932 წლის პურის მოსავლიდან საბჭოთა ხელისუფლებამ შეძლო მხოლოდ 4,3 მილიონი ტონის შეძენა, მაშინ როდესაც 1931 წლის მოსავლის შედეგად მიღებული 7.2 მილიონი ტონა იყო. ქალაქებში კვების რაციონი მკვეთრად შემცირდა, ხოლო 1932–33 წლის ზამთარში და 1933 წლის გაზაფხულზე ბევრ ქალაქში ხალხი შიმშილობდა. ამავე დროს, მუშებს უჩვენებდნენ აგიტპროპის (აგიტაცია-პროპაგანდა) ფილმებს, რომლებიც ასახავდნენ გლეხებს, როგორც კონტრრევოლუციონერებს, რომლებიც მალავდნენ მარცვლეულს და კარტოფილს იმ დროს, როდესაც მუშები, რომლებიც აშენებდნენ სოციალიზმის „კაშკაშა მომავალს“, შიმშილობდნენ.[11]

მასობრივი შიმშილისგან დაღუპულთა შესახებ პირველი ცნობები გაჩნდა ქალაქ ურანის ორი ურბანული უბნიდან 1933 წლის იანვარში. იანვრის შუა რიცხვებში, იყო ცნობები ქალაქებში საკვების მიღებასთან მასობრივი „სირთულეების“ შესახებ, ხოლო შიმშილისგან დაიღუპნენ ადამიანები. 1933 წლის თებერვლის დასაწყისისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველაზე დაზარალებული ადგილი დნიპროპეტროვსკის ოლქია იყო, რომელმაც ასევე განიცადა ტიფისა და მალარიის ეპიდემიები. ოდესისა და კიევის ოლქები, შესაბამისად, მეორე და მესამე იყო. მარტის შუა რიცხვებამდე, შიმშილობის შესახებ ცნობების უმეტესობა ხდებოდა კიევის ოლქში. უკრაინის სსკ ცენტრალური კომიტეტის 1933 წლის 8 თებერვლის ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ შიმშილობის შემთხვევები არ უნდა ყოფილიყო გამოსწორებული. ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა წარედგინა მოხსენებები შიმშილით დაავადებულთა რიცხვის, შიმშილობის მიზეზების, შიმშილით დაღუპულთა რაოდენობის, ადგილობრივი წყაროების მიერ სასურსათო დახმარების შესახებ და მიწოდებული საკვებით დახმარების მისაღებად.

გავრცელებული კანიბალიზმის მტკიცებულება დაფიქსირდა ჰოლოდომორის დროს:

გადარჩენა იყო როგორც მორალური, ასევე ფიზიკური ბრძოლა. ექიმი ქალბატონის წერს თავის მეგობარს 1933 წლის ივნისში, სადაც აღნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ არ გამხდარა კანიბალი, მაგრამ „დარწმუნებული არ არის, რომ მე არ ვიქნები ერთ-ერთი მათგანი იმ დროისთვის, როდესაც ჩემი წერილი შენამდე მოვა.“ კარგი ხალხი პირველ რიგში გარდაიცვალა. ისინი, ვინც უარი თქვეს ქურდობაზე ან მეძავობაზე, გარდაიცვალნენ. ვინც სხვებს აძლევდა საჭმელს, გარდაიცვალა. მათ, ვინც ცხედრების ჭამაზე უარი თქვა, გარდაიცვალა. მათ, ვინც უარი თქვა თანამემამულის მოკვლაზე. მშობლები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ კანიბალიზმს, შვილების გაჩენამდე გარდაიცვალნენ.[12]

საბჭოთა რეჟიმის მიერ დაბეჭდილი იყო პლაკატები, რომელშიც ნათქვამია: „საკუთარი შვილების ჭამა ბარბაროსული საქციელია.“[13]ჰოლოდომორის დროს კანიბალიზმის მუხლით გაასამართლეს 2,500-ზე მეტი ადამიანი.[14]

მიზეზები

რედაქტირება

შიმშილობის გამომწვევი მიზეზები დღემდე დავის და პოლიტიკური დებატების საგანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ეკონომიკური კრიზისის შედეგი იყო, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უკრაინელებისადმი მიზანმიმართული სტალინისეული პოლიტიკა იყო.

1927 წელს კომუნისტებმა მარცვლეულის სახელმწიფო შესყიდვაზე ფიქსირებული ფასი დააწესეს, რომელიც საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა. ამ გზით კომუნისტები საექსპორტო შემოსავლების გაზრდას გეგმავდნენ. მაგრამ გლეხობამ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კოლმეურნეობებში გაწევრიანებული და კერძო სექტორს წარმოადგენდა, დაბალ ფასად სახელმწიფოსთვის ხორბლის გაყიდვაზე უარი განაცხადა. ამან ქვეყანაში სასურსათო კრიზისი გამოიწვია. გლეხების დასამორჩილებლად ბოლშევიკებმა კოლექტივიზაციის სისტემა შეიმუშავეს, რომელიც სოფელზე კონტროლის საშუალებას იძლეოდა. უკრაინაში გლეხური მეურნეობა ყოველთვის ძლიერი იყო. უკრაინელ გლეხს იმდენი მოსავალი მოჰყავდა, რომ ქალაქსაც აჭმევდა, სახელმწიფოს გადასახადსაც უხდიდა და თავისი სამყოფიც საკმარისად რჩებოდა. კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. გლეხის მთელი ქონება კოლექტივის საკუთრებას ცხადდებოდა. ხოლო თავად გლეხს კომუნისტური საზოგადოებისთვის თითქმის უფასოდ უნდა ემუშავა. აქტიური კოლექტივიზაცია 1929 წლის მიწურულს დაიწყო. კომუნისტებმა, სოფელში მთავარი მოწინააღმდეგის - შეძლებული გლეხების, ე.წ. კულაკების განადგურება გადაწყვიტეს. იოსებ სტალინის მითითებით, შეძლებული გლეხები, როგორც სოციალური კლასი ფიზიკურად უნდა მოესპოთ. გლეხი სოფლის პროლეტარი უნდა გამხდარიყო, რომელსაც საკუთარი არაფერი ექნებოდა. სოფლის დამორჩილება ბოლშევიკებს ყველაზე მეტად უკრაინაში გაუჭირდათ. უკრაინა საბჭოთა კავშირში მარცვლეულის უდიდესი მწარმოებელი იყო და კოლექტივიზაციის მთელი სიმძიმეც სწორედ მას დააწვა. რეპრესიებმა კატასტროფული სახე მიიღეს. გლეხს თუ ერთ ძროხაზე მეტი ჰყავდა, მას უკვე კულაკად თვლიდნენ. სოფლებში ტოტალური დაპატიმრება და გასახლება დაიწყო.[15] გლეხები აიძულეს, გაწევრიანებულიყვნენ კოლექტივში. აიძულებდნენ, რომ ეშრომათ კოლმეურნეობისათვის. მათ უფლება არ ჰქონდა სპეციალური ნებართვის გარეშე დაეტოვებინა სამუშაო ადგილი. გარდა ამისა, საკუთარ კვებაზე ზრუნვა თავად უხდებოდათ.ყველას ვინც კოლმეურნეობაში მუშაობას თავს არიდებდა, სასტიკი სასჯელი ელოდათ.[16]

უკრაინული სოფელი კომუნისტებს იარაღით დაუპირისპირდა. 1930 წლის აპრილში ვითარება უმართავი გახდა. გლეხთა საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ჩაახშო. 1930 წელს მარტო უკრაინიდან 300 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ნაწილი დახვრიტეს. დანარჩენი კი თეთრი ზღვის სანაპირო ზოლზე შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში გაანაწილეს. მათი უმრავლესობა იქვე დაიღუპა. უკრაინული სოფელი ხალხისგან დაიცალა. მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელი დარჩა. შედეგად, 1932 წლის ზაფხულისთვის საბჭოთა კავშირი შიმშილის ზღვარზე დადგა. საფრთხე დაემუქრა საზღვარგარეთ მარცვლეულის ექსპორტს და ინდუსტრიალიზაციისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვას.

8 ნოემბერს საბჭოთა ცენტრალურმა კომიტეტმა საიდუმლო დადგენილება მიიღო. ამ დადგენილების თანახმად, სანამ არ შესრულდებოდა პურის დამზადების გეგმა, ჩერდებოდა უკრაინული სოფლებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი საქონელის გადაზიდვა. სწორედ ამ დირექტივამ გამოიწვია, ის რასაც შემდეგ ჰოლოდომორი ეწოდა. ამ დადგენილებით, ის სოფლები, რომლებმაც ხორბლის ჩაბარების გეგმა ვერ შეასრულეს, ე.წ. „შავ დაფა“-ზე ხვდებოდნენ. „შავ დაფებს“ სოფლის შესასვლელში ჰკიდებდნენ. ასეთ დასახლებულ პუნქტში იკრძალებოდა ნებისმიერი საქონლის შეტანა. შავ დაფაზე მოხვედრილ სოფლებში, კომუნისტი აქტივისტებისგან შემდგარი ბრიგადები დადიოდნენ და ჩხრეკდნენ ყველა სახლს. ისინი გლეხებს არა მარტო ხორბალს ართმევდნენ, არამედ თან მიჰქონდათ ნებისმიერი საკვები, რომელსაც იპოვიდნენ. შავ დაფაზე შეტანილ სოფლებში საკვების ყიდვა შეუძლებელი გახდა, რადგან არავინ ჰყიდდა, ქალაქში კი საკვები მხოლოდ ტალონებზე იყიდებოდა.[17]

საბჭოური და დასავლური უარყოფა

რედაქტირება

ჰოლოდომორის უარყოფა არის მტკიცება, რომ 1932-1933 წლების გენოციდი საბჭოთა უკრაინაში ან არ მომხდარა ან მოხდა, მაგრამ ეს არ იყო განზრახული ქმედება.[18][19] შიმშილობის არსებობის უარყოფა იყო საბჭოთა ხელისუფლების პოზიცია და ასახული იყო როგორც საბჭოთა პროპაგანდაში, ასევე ზოგიერთი დასავლელი ჟურნალისტისა და ინტელექტუალის, მათ შორის ჯორჯ ბერნარდ შოუს, ვალტერ დიურანტისა და ლუი ფიშერის საქმიანობაში.[18][20][21][22][23] საბჭოთა კავშირში, ხელისუფლებამ ყველას აუკრძალა შიმშილობის განხილვა. ხოლო უკრაინელმა ისტორიკოსმა სტანისლავ კულჩიჩკიმ განაცხადა, რომ საბჭოთა მთავრობამ მას უბრძანა, გაყალბებულიყო მისი აღმოჩენები და შიმშილი აღეწერა, როგორც გარდაუვალი სტიქიური უბედურება, გაეთავისუფლებინა კომუნისტური პარტია და დაეცვა იოსებ სტალინის მემკვიდრეობა.[24]

თანამედროვე პოლიტიკაში

რედაქტირება
 
ლაზარ კაგანოვიჩი (მარცხნივ), რომელმაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი სტალინის პოლიტიკაში ჰოლოდომორის მართვისას.[25]

იყო თუ არა ჰოლოდომორი გენოციდი, ან ეთნიკური წმენდა, იყო ადამიანის ხელით ხელოვნურად გამოწვეული თუ ბუნებრივი, განზრახ თუ უნებლიე, ეს საკითხები თანამედროვე დებატების მნიშვნელოვანი საკითხებია. ეს მოვლენა უკრაინის მიერ გენოციდად არის მიჩნეული,[26] კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულად იქნა მიჩნეული ევროპის პარლამენტის მიერ,[27] და რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ქვედა პალატამ დაგმო საბჭოთა რეჟიმის მხრიდან „ხალხის სიცოცხლის უგულებელყოფა“.[28]

 
ქვეყნები, რომლებმაც ოფიციალურად ცნეს ჰოლოდომორი, როგორც გენოციდი

2003 წლის 10 ნოემბერს გაეროს 25-მა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ჰოლოდომორის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით შემდეგი პრეამბულით:

ყოფილ საბჭოთა კავშირში მილიონობით კაცი, ქალი და ბავშვი დაზარალდნენ ტოტალიტარული რეჟიმის სასტიკი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგად. 1932–1933 წლების დიდმა შიმშილმა უკრაინაში (ჰოლოდომორი), 7 მილიონიდან 10 მილიონამდე უდანაშაულო სიცოცხლე იმსხვერპლა და უკრაინელი ხალხისთვის ეროვნული ტრაგედია გახდა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ განვახორციელებთ აქტივობებს ამ შიმშილის მეშვიდე წლისთავის დაცვით, კერძოდ, უკრაინის მთავრობის მიერ.

პატივს მივაგებთ უკრაინის ტრაგედიის მეშვიდე წლისთავს, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ მილიონობით რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების წარმომადგენლების ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ შიმშილით მდინარე ვოლგის რეგიონში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაზახეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ნაწილებში, სამოქალაქო ომის და იძულებითი კოლექტივიზაციის შედეგად, რამაც ღრმა იარები დატოვა მომავალი თაობების ცნობიერებაში.[29]

2003 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა და 2006 წელს დანაშაულად ცნო როგორც ჰოლოდომორის უარყოფა, ასევე ჰოლოკოსტის უარყოფაც. 2010 წელს, კიევის სასამართლომ, ჰოლოდომორი აღიარა გენოციდად, რომელიც განხორციელდა იოსებ სტალინის მმართველობით, ლაზარ კაგანოვიჩი, სტანისლავ კოსიორი, პაველ პოსტიშები, მენდელ ხატაიევიჩი, ვლას ჩუბარი და ბოლშევიკი ლიდერები იყვნენ პასუხისმგებლები ამ დანაშაულისთვის.[30]

ჰოლოდომორი შედარებულია 1845-1849 წლების ირლანდიის შიმშილობასთან, რომელიც მოხდა ირლანდიაში ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ,[31] რომელიც ანალოგიური დაპირისპირებისა და კამათის საგანი გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Applebaum, Anne. Red Famine: Stalin's War on Ukraine (2017); 496 pp online review; another review, another review
  • Baumeister, Roy (1999). Evil: Inside Human Violence and Cruelty. New York: Henry Holt and Company. ISBN 978-0-8050-7165-8. 
  • Bilinsky, Yaroslav (1999). „Was the Ukrainian Famine of 1932–1933 Genocide?“. Journal of Genocide Research. 1 (2): 147–156. doi:10.1080/14623529908413948. ISSN 1462-3528. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2020.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Conquest, Robert (1999). „Comment on Wheatcroft“. Europe-Asia Studies. 51 (8): 1479–1483. doi:10.1080/09668139998426.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Conquest, Robert (2001). Reflections on a Ravaged Century, New, New York, NY: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-32086-2. 
  • Conquest, Robert [1986] (2002). The Harvest Of Sorrow: Soviet Collectivisation and the Terror-Famine. London: Pimlico. ISBN 978-0-7126-9750-7. 
  • Davies, Robert W.; Wheatcroft, Stephen G. (2002) „The Soviet Famine of 1932–33 and the Crisis in Agriculture“, რედ. Stephen G. Wheatcroft: Challenging Traditional Views of Russian History. Houndmills: Palgrave Macmillan. ISBN 978-0-333-75461-0. 
  • Davies, Robert W.; Wheatcroft, Stephen G. (2006). „Stalin and the Soviet Famine of 1932–33: A Reply to Ellman“ (PDF). Europe-Asia Studies. 58 (4): 625–633. doi:10.1080/09668130600652217.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Davies, Robert W.; Wheatcroft, Stephen G. (2010) The Years of Hunger: Soviet Agriculture 1931–1933. Houndmills: Palgrave Macmillan. ISBN 978-0-230-23855-8. 
  • Levon Chorbajian, George Shirinian (Hrsg.): Studies in Comparative Genocide. New York 1999. ISBN 0-312-21933-4 (ინგლისური)
  • Robert Conquest: La grande terreur, précédé des „Sanglantes moissons : Les purges staliniennes des années 30". R. Laffont, Paris 1995. ISBN 2-221-06954-4 (ფრანგული)
  • Robert Conquest: Ernte des Todes. Stalins Holocaust in der Ukraine 1929 - 1933. Langen Müller, München 1988, 1997. ISBN 3-7844-2169-5 (გერმანული)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Engerman 2003, p. 194.
  2. Margolis, Eric. Seven million died in the 'forgotten' holocaust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 September 2017. ციტირების თარიღი: 8 October 2017.
  3. Davies, Robert; Wheatcroft, Stephen (2009) The Industrialisation of Soviet Russia Volume 5: The Years of Hunger: Soviet Agriculture 1931–1933. Palgrave Macmillan UK, გვ. xiv. ISBN 978-0-230-27397-9. ციტირების თარიღი: 15 June 2017. 
  4. Tauger, Mark B. (2001). „Natural Disaster and Human Actions in the Soviet Famine of 1931–1933“. The Carl Beck Papers in Russian and East European Studies (1506): 1–65. doi:10.5195/CBP.2001.89. ISSN 2163-839X. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2017.
  5. Werth 2010, p. 396.
  6. Applebaum, Anne (2017). Red Famine: Stalin's War on Ukraine. New York: Doubleday, გვ. 363. ISBN 9780385538855. 
  7. "Голодомор 1932–33 років в Україні: документи і матеріали"/ Упорядник Руслан Пиріг; НАН України.Ін-т історії України.-К.:Вид.дім "Києво-Могилянська академія", "Famine in Ukraine 1932–33: documents and materials / compiled by Ruslan Pyrig National Academy of Sciences of Ukraine. Institute of History of Ukraine. -K.:section Kiev-Mohyla Academy 2007. Archives.gov.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 August 2012. ციტირების თარიღი: 7 September 2012.
  8. Davies & Wheatcroft 2010, p. 204.
  9. University of Toronto Data Library Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 July 2011.
  10. Demoscope Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 January 2012.
  11. Холодомор – 2009 დაარქივებული 24 July 2011 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 6 November 2010.
  12. Timothy Snyder. Bloodlands: Europe Between Hitler and Stalin. Basic Books, 2010, pp. 50–51. ISBN 0-465-00239-0
  13. Várdy & Várdy 2007.
  14. Boriak, Hennadii (November 2008). „Holodomor Archives and Sources: The State of the Art“ (PDF). The Harriman Review. 16 (2): 30. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 December 2011.
  15. ჰოლოდომორი-უკრაინელთა მასიური მკვლელობა. [1]
  16. Reid, Anna (7 October 2017). „Rule by Starvation“. Wall Street Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2017. ციტირების თარიღი: 8 October 2017.
  17. ჰოლოდომორი-უკრაინელთა მასიური მკვლელობა. [2]
  18. 18.0 18.1 Radzinsky 1996, pp. 256–9.
  19. Conquest 2001, p. 96.
  20. Pipes 1995, pp. 232–6.
  21. Editorial (14 ივლისი 2002). „Famine denial“ (PDF). The Ukrainian Weekly. 70 (28): 6. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 22 ივლისი 2012.
  22. Mace 2004, p. 93.
  23. Century of Genocide: Critical Essays and Eyewitness Accounts, გვ. 93. ISBN 978-0-415-94429-8. 
  24. Levy, Clifford (15 March 2009). „A New View of a Famine That Killed Millions“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2017.
  25. The Ukrainian Famine of 1932-1933 and the UN Convention on Genocide // Human Rights in Ukraine. Kharkiv Human Rights Protection Group
  26. The Artificial Famine/Genocide (Holodomor) in Ukraine 1932-33. InfoUkes (2006-11-28). Updated April 26th 2009. Retrieved 08-12-2013.
  27. Parliament recognises Ukrainian famine of 1930s as crime against humanity. European Parliament (23 October 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 July 2011.
  28. „Russian lawmakers reject Ukraine's view on Stalin-era famine“. Russian News & Information Agency. 2008-04-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-27. ციტირების თარიღი: 2020-05-26.
  29. „30 U.N. member-states sign joint declaration on Great Famine“ (PDF). The Ukrainian Weekly. 71 (46): 1, 20. 16 ნოემბერი 2003. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 3 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 22 ივლისი 2012.
  30. Interfax-Ukraine. (21 January 2010) Sentence to Stalin, his comrades for organizing Holodomor takes effect in Ukraine. KyivPost.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2014.
  31. Bayer, Alexei (8 February 2014). „Ukraine and Ireland: Overcoming Mighty Neighbors“. The Globalist.