უილიამ გოლდინგი

(გადამისამართდა გვერდიდან გოლდინგი, უილიამ)

სერ უილიამ ჯერალდ გოლდინგი (ინგლ. William Gerald Golding; დ. 19 სექტემბერი, 1911 — გ. 19 ივნისი, 1993) — 1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი. XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორი.

უილიამ გოლდინგი
ინგლ. William Gerald Golding
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1911(1911-09-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი Newquay[16]
გარდაცვალების თარიღი 19 ივნისი, 1993(1993-06-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [17] [12] [13] [14] [15] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი პერანაურთალი
დასაფლავებულია Church of Holy Trinity, Bowerchalke
საქმიანობა მწერალი, პოეტი, რომანისტი[16] , სცენარისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[8]
ალმა-მატერი ბრასენოსის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და Marlborough Royal Free Grammar School
Magnum opus ბუზთა ბატონი და To the Ends of the Earth
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[18] [19] , ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, ბუკერის პრემია[20] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[21] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, რაინდი-ბაკალავრი[21] და honorary doctor of the Sorbonne Nouvelle University[22] [23]
მეუღლე Ann Brookfield
საიტი william-golding.co.uk

უილიამ გოლდინგი დაიბადა 1911 წელს კორნუოლში[24].დაამთავრა მარლბოროუს სკოლა, რის შემდეგაც ჩაირიცხა ბრასენოსის კოლეჯში (ოქსფორდი). ცხოვრების განმავლობაში ბევრი სპეციალობით იყო დაკავებული. ის იყო სკოლის მასწავლებელი, ლექტორი, მეზღვაური, მუსიკოსი, მწერალი, მსახიობი. ბავშვობიდან უნდოდა გამხდარიყო მეცნიერი, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა. ოქსფორდში სწავლისას უილიამი ინგლისურ ლიტერატურას გაეცნო. 1935 წელს დაიბეჭდა მისი პოემების კრებული.

1940 წელს ჩაეწერა საზღვაო ფლოტში.[25] უილიამ გოლდინგმა 6 წელი ზღვაში გაატარა. ომის შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად. შემდეგ ხელმეორედ დაუბრუნდა თავის ძველ საქმიანობას და წერა დაიწყო. მწერლის ინტერესის სფეროებმა გავლენა მის ნაწარმოებებზეც მოახდინა. უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი ბუზთა ბატონი (1954) — უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას“ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან. ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული. 1963 წელს ნაწარმოების მიხედვით ფილმიც გადაიღეს.

უილიამ გოლდინგი 1993 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა. 2008 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ მას 50 საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელ ავტორთა სიაში მესამე ადგილი მიაკუთვნა[26].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118696165 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 http://web.archive.org/web/20170324040659/http://jeugdliteratuur.org/auteurs/william-golding
  9. 9.0 9.1 Discogs — 2000.
  10. 10.0 10.1 NooSFere — 1999.
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 Babelio — 2007.
  14. 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. 16.0 16.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  17. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  18. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1983/
  19. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  20. https://thebookerprizes.com/fiction/backlist/1980
  21. 21.0 21.1 The London Gazette 51558 — გამ. 51558. — გვ. 13986.
  22. https://www.sorbonne.fr/doctor-honoris-causa-de-paris-iii/
  23. http://www.univ-paris3.fr/les-docteurs-honoris-causa-de-la-sorbonne-nouvelle--90298.kjsp
  24. Kevin McCarron, ‘Golding, Sir William Gerald (1911–1993)’, Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, Sept 2004; online edn, May 2006 accessed 13 Nov 2007
  25. Raychel Haugrud Reiff, William Golding: Lord of the Flies, page 58 (Marshall Cavendish, 2010). ISBN 978-0-7614-4276-9
  26. The 50 greatest British writers since 1945 დაარქივებული 2011-04-25 საიტზე Wayback Machine. . The Times (5 January 2008). Retrieved on 1 February 2010.