თენგიზ გოგოლაძე
ქართველი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან გოგოლაძე, თენგიზ)
თანგიზ გიორგის ძე გოგოლაძე (დ. 9 აგვისტო, 1926, ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 19 დეკემბერი, 1996, თბილისი) — ქართველი მწერალი. პირველი მოთხრობა „გარიყულას განთიადი“ გამოაქვეყნა 1949 წელს ცალკე წიგნად. მას ეკუთვნის მოთხრობების კრებულები „კარგი დღე“, „ჩვენს ქუჩაზე“, „მოთხრობები“, „მარადიული წყაროს სიმღერა“; რომანები „ნიაღვარი“, „კაცი კაცითა“, „ჟამი ჩვენი“, წერილები და ნარკვევები, რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, ბერძენი მწერლების თხზულებათა თარგმანები და სხვა. თენგიზ გოგოლაძის თხზულებანი თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩინურ, პოლონურ ენებზე.
თენგიზ გოგოლაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 აგვისტო, 1926 |
დაბადების ადგილი | ახალქალაქი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 19 დეკემბერი, 1996 (70 წლის) |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | კულტურის დამსახურებული მოღვაწე |
ლიტერატურა
რედაქტირება- თითმერია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 69.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 200.