გოგი წულაია

ქართველი პოლიტიკოსი

გიორგი (გოგი) წულაია (დ. 12 ივნისი, 1963) — ქართველი პოლიტიკოსი და ინჟინერი. საქართველოს მე-3 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.[1]

გოგი წულაია
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1963 (1963-06-12) (61 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
თავისუფალი საქართველო
საქმიანობა პოლიტიკოსი
ინჟინერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1963 წლის 12 ივნისს. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. 1983–1985 წლებში მოიხდა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1985 წელს დაიწყო მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მზიდავად. 1985–1988 წლებში იყო ამავე ქარხნის ტექნიკოს-კონსტრუქტორი. 1988–1989 წლებში — ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ინჟინერ–კონსტრუქტორი. 1989-1990 წლებში — ქარხის საამწე მეურნეობის ინჟინერი. 1990 წელს იყო ქუთაისის საავტომობილო ქარხანის ინჟინერ–ტექნოლოგი. 1991–1993 — გამოჩენილ მამულიშვილთა ჩამოსვენების საქველმოქმედო ფონდის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე. 1993-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1996–1999 წლებში — ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1999–2000 წლებში — ამავე მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, 2000–2001 წლებში კი ძელქვიანის მუნიციოალური განყოფილების უფროსი. 2001–2004 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „უნივერსალ–სერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.

2017 წელს იყო ქუთაისის მერობის კანდიადტი („თავისუფალი საქართველო“), სადაც ხმათა 7,6% მიიღო. არჩევნების შემდეგ განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, თუმცა განცხადებიდან მეორე დღეს წულაიამ გადაწყვეტილება შეცვალა. [2]

2019 წელს იგი იყო ზესტაფონის მერობის კანდიდატი პარტიიდან „თავისუფალი საქართველო“, მან არჩევნებში 1475 ხმა მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.[3]

2020 წლის 16 სექტემბერს მიიღო გულის შეტევა და მოათავსეს საავადმყოფოში.[4] 2021 წლის 7 მარტს დატოვა „თავისუფალი საქართველო“.[5] 17 მარტს დააკავეს ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით, სასამართლომ 19 მარტს პატიმრობა შეუფარდა. ამავე დღეს წულაიას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა შალვა ნათელაშვილმა და მას „პოლიტიკური პატიმარი“ უწოდა. [6] გათავისუფლდა 1 ივლისს, როდესაც პატიმრობა 6000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.[7] 2023 წლის 15 თებერვალს თბილისი სააპეალციო სასამართლომ წულაია სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა განუსაზღვრა. [8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გიორგი წულაია. საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-14. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2019.
  2. გოგი წულაია პოლიტიკიდან აღარ მიდის
  3. არჩევნების შედეგები ცესკოს ოფიციალურ საიტზე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (23 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2019.
  4. „გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. „გოგი წულაიამ „თავისუფალი საქართველო“ დატოვა — რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი?“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. შალვა ნათელაშვილი გოგი წულაიას პოლიტპატიმარს უწოდებს
  7. „გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე გოგი წულაია დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა