გლორია სტაინემი (დ. 25 მარტი, 1934, ოჰაიოს შტატი, აშშ) — ამერიკელი ფემინისტი, პოლიტიკური აქტივისტი და რედაქტორი, რომელიც XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის საყოველთაო მონაწილე. 1972 წელს მან დააარსა ჟურნალი „ქალბატონი“ („Ms“) და თხუთმეტი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ რედაქტორად. იგი ამ ჟურნალს დღემდე რედაქტორობს.

გლორია სტაინემი
ინგლ. Gloria Steinem
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1934(1934-03-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (90 წლის)
დაბადების ადგილი Toledo[8]
საქმიანობა ჟურნალისტი[8] [9] , მწერალი[9] [10] , რეპორტიორი, აქტივისტი[8] , ესეისტი[8] , რედაქტორი[8] , lecturer[8] , ქალთა უფლებების დამცველი[9] , მსახიობი, ადამიანის უფლებათა დამცველი და პოლიტიკური აქტივისტი[11]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი სმითის კოლეჯი[8] და Waite High School
ჯილდოები წლის ჰუმანისტი[12] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[13] , კონგრესის ბიბლიოთეკის ცოცხალი ლეგენდა[14] , ოჰაიოს ქალთა დიდების დარბაზი[15] , Women's Caucus for Art Lifetime Achievement Award, The Smith College Medal[16] , ასტურიის პრინცესის პრემია კომუნიკაციისა და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, Radcliffe Medal[17] და 100 ქალი[18]
მეუღლე David Bale
ხელმოწერა
საიტი gloriasteinem.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

გლორია სტაინემი დაიბადა 1934 წლის 25 მარტს ტოლედოში, ოჰაიოს შტატში აშშ, დიდი დეპრესიის პერიოდში. იმ დროს მსოფლიოში მწვავე ეკონომიკური კრიზისი იყო, რამაც გამოიწვია მოსახლეობის მაღალი უმეშევრობა და დიდი შიმშილობა. გლორია, ლეო და რუთ სტაინემების ოჯახში მეორე ქალიშვილი იყო. მამა ლეო, ებრაელი ამერიკელი მოგზაური და ანტიკვარული ნივთებს გამყიდველი იყო, ხოლო დედა რუთი გაზეთის რეპორტიორი. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ოჯახი ხშირად მოგზაურობდა და თავს ასე ირჩენდა დედამისს სამსახურის მიტოვება მოუხდა, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. წლების განმავლობაში სტაინემების ოჯახი მანქანით მოგზაურობდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ყიდულობდნენ და ყიდდნენ ანტიკვარულ ნივთებს. მანქანა ისე იყო მოწყობილი, შიგნით სრულფასოვან სახლს ჰგავდა. ზაფხულობით თავიანთ პატარა კურორტზე, მიჩიგანის ტბაზე ატარებდნენ დროს.

გლორიამ ბავშვობის პირველი ათი წელი ამ მომთაბარე ცხოვრების წესით გაატარა. ასეთ პირობებში კი, სრულყოფილი დაწყებითი განათლების მიღება ვერ მოახერხა, დედა უხსნიდა, ასწავლიდა და ამეცადინებდა მოგზაურობის დროს. ბავშვობაში გლორია ძალიან ამაყობდა ოჯახის პოლიტიკური აქტივობითა და ჩართულობით სხვადასხვა სფეროში. ამ კუთხით კი მისთვის საამაყო და მისაბაძი მაგალითი იყო ბებია პაულინ სტაინემი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ქალთა უფლებების დამცველმა. 1908-1911 წლებში იყო ოჰაიოს სუფრაჟისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და 1908 წლის ქალთა საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენელი. ამასთან, სტაინემის ცხოვრებაზე ბებიის სტატუს გავლენა არ მოუხდენია.

1944 წელს, როცა გლორია 10 წლის იყო მისი მშობლები დაშორდნენ. მამამისი ლეო კალიფორნიაში გაემგზავრა სამუშაოს საპოვნელად გლორია კი მარტო დარჩა ავადმყოფ დედასთან, რომელიც მძიმე ფსიქოლოგიური დეპრესიით იყო დაავადებული. მათ ტოლედოში დაბრუნება მოუხდათ. ამ დროს გლორიას და კოლეჯში დადიოდა. თინეიჯერობის ასაკში გლორია იყო ის ერთადერთი ადამიანი ვინც დედას უვლიდა მასზე ზრუნავდა და ამასთან ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებაში დახმარებოდა. გლორია თხუთმეტი წლის იყო, როცა საშუალო სკოლაში დაიწყო სიარული. დედის მდგომარეობა გაუარესდა დეპრესია გაუმწვავდა უკვე საკუთარი თავის მოვლაც აღარ შეეძლო. ამ დროს გლორიამ დახმარება მამას სთხოვა, რომ დედაზე ეზრუნა. მამა დათანხმდა გლორიას თხოვნას, რომ ცოტა ხნით დედასთვის მოევლო. ამის შემდეგ გლორია საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა თავის უფროს დასთან, სუზანთან.

განათლება

რედაქტირება

სკოლის დასრულების შემდეგ გლორიამ სწავლა გჰააგრძელა სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე კოლეჯში, ნორთჰემპტონში, მასაჩუსეტსი. მას ძალიან მოსწონდა და იზიდავდა პოლიტიკური აქტივიზმი. 1956 წელს დიდი წარმატებით დაასრულა კოლეჯი. იგი ასევე აირჩიეს საზოგადოების საპატიო წევრად.

კოლეჯში სწავლის დროს გლორია დაინიშნა, უნდა დაქორწინებულიყო, მაგრამ მისი ნიშნობა არ შედგა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ დროს მას მიეცა შესაძლებლობა, ინდოეთში ესწავლა პოლიტიკის მეცნიერება. მან ორი წელი გაატარა ინდოეთში, სადაც მიეცა სწავლისა და კვლევის საშუალება. ინდოეთში ყოფნის დროს გლორია ეზიარა ქვეყნის კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა პოლიტიკური საკითხებით. შეუერთდა არაძალადობრივ საპროტესტო კამპანიას მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ინდური საზოგადოება განიცდიდა. ეს ეხებოდა სოციალურ კლასს და კასტებად საზოგადოების დაყოფას. ის ხშირად როდესაც მოგზაურობდა სამხრეთ ინდოეთში იყო შემსწრე კასტების პროტესტებისა და არეულობებისა. ინდოეთში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მასზე დიდი გავლენა იქონია. საზღვარგარეთ გატარებულმა პერიოდმა მასში გარდატეხა მოახდინა. გამოიწვია ინტერესი ხალხის აქტიურობის მიმართ, გაუჩნდა სიმპათია და გამოავლინა თანაგრძნობა უძლური მოსახლეობის მიმართ. დაიწყო აქტიური მუშაობა და საქმიანობა ქალთა უფლებების კუთხით, რაც შემდეგ ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობასთან მუშაობაში გამოიხატებოდა. ინდოეთში ყოფნის დროს გლორია იყო დამოუკიდებელი რეპორტიორი ინდური გაზეთებისთვის.

დედის ფიგურის გავლენა

რედაქტირება

გლორიას დედა რუთი ჟურნალისტი იყო, სანამ დაქორწინდებოდა აქტიურად იყო ჩართული პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათი ოჯახი მოგზაურობდა და ანტიკვარული ნივთების გაყიდვით ირჩენდა თავს, დედამ კარიერას თავი დაანება. ქორწინებაში წარუმატებლობამ და მეუღლესთან განქორწინებამ მის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, უფრო დეპრესიული გახდა და მისი ფსიქიკა გაუარესდა. რუთი თავისი ქალიშვილისთვის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა.

ცნობების თანახმად, დედამისი რუთი ფსიქიკურად ავად იყო და რამდენჯერმე ფსიქიკური აშლილობაც განიცადა, სანამ ქალიშვილი დაიბადებოდა. მისი მეუღლის ლეოს მიერ, ოჯახის დატოვების შემდეგ მას კიდევ დასჭირდა სამედიცინო დახმარება. გლორია თავად იყო მომსწრე იმისა, თუ როგორ ექცეოდნენ მას ექიმები და როგორი მიკერძოება იყო მისი როგორც ქალის მიმართ საზოგადოების მხრიდან ყველა ასპექტში. „ნიუ-იორკ თაიმსის“ თანახმად, გლორია სტაინემის 1983 წლის დაწერილი ესე „რუთის სიმღერა“ დედას მიუძღვნა იმიტომ, რომ დედას სიმღერა არ შეეძლო.

1958 წელს შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, სტეინემი სამსახურს ეძებდა ჟურნალისტიკის სფეროში. ამასთან, მან დაადგინა, რომ პროფესიაში გენდერული ცრურწმენა კარგად იყო დამკვიდრებული. მისი, როგორც ჟურნალისტის კარიერა დაიწყო ნიუ-იორკში, სხვადასხვა პუბლიკაციებისთვის დამოუკიდებელი ნაშრომებს წერდა.

1950-1960-იან წლებში ნიუსრუმებს მამაკაცები მართავდნენ, ქალები კი ძირითადად სამდივნო და კულუარული საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. საბოლოოდ, 1960 წელს გლორია დაიქირავეს რედაქტორის ასისტენტად პოლიტიკურ სატირული ჟურნალისთვის „ჰელფ“. სტაინემმა ასევე დაიწყო დამოუკიდებელი სტატიების წერა სხვადასხვა პოპულარულ გამოცემაში. მისი თავდაპირველი სტატიები კარიერის დასაწყისში ეხებოდა სხვადასხვა სფეროს მოდას, ცნობილ ადამიანებს, დასვენების ადგილებს, აჩვენებდა თუ რა სირთულეებსა და დაბრკოლებებს აწყდებოდნენ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სოციალური სამართლიანობის კუთხით. განსაკუთრებული ადგილი კი ქალთა უფლებებს ეჭირა. ჟურნალში მსგავს რუბრიკებს უწოდებდნენ ქალთა გვერდებს, რომელიც აღწერდა მათ ცხოვრების წესს, საქმიანობას და ორიენტირებული იყო იმ რეალობაზე, რომელშიც ქალებს უწევდათ ცხოვრება.

გლორია იხსენებს, რომ ერთხელ როდესაც რედაქტორს შესთავაზა პოლიტიკური ამბების დაწერა „The New York Times Sunday Magazine“-ისთვის, ამ დროს რედაქტორმა უთხრა, რომ მე შენ ამ სფეროში ამ რაკურსით ვერ გხედავ. გლორია პროფესიული კუთხით მუდმივად სიახლეების ძებნაში იყო. მას უნდოდა უფრო მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური სიახლეების გაშუქება. ამ კუთხით მისი ეროვნული ყურადღება მიიპყრო ჟურნალმა „show“. 1963 წელს ის დაიქირავეს ჟურნალ show-ში, რათა Hugh Hefner’s Playboy Club-ში მომუშავე ადამიანების შრომით პირობები გადმოეცა დაბალი ანაზღაურება და არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა. მან გამოაშკარავა ის რეალობა რაც ამ გლამურული გარეკანის მიღმა იმალებოდა. იგი ძალიან ბევრს მუშაობდა,რომ სახელი გაეთქვა და მოეხვეჭა, როგორც ჟურანლისტს. 1968 წელს მან დააარსა ჟურნალი ნიუ იორკი, რომლის მთავარი რედაქტორი გახდა. 1971 წელს გლორიამ აფრო-ამერიკელ აქტივისტთან, დოროთი პიტმან ჰიუზთან ერთად დააარსა ჟურნალი „ქალბატონი“. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში იგი სულ მოგზაურობდა. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ქალის როლი საზოგადოებაში და ქალის ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მამაკაცის.

გლორია სტაინემი მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებების სფეროში. მისმა ასეთმა ფემინისტურმა კამპანიამ შთააგონა ყველა ასაკის ქალბატონი, რათა ებრძოლათ საკუთარი უფლებებისთვის, გაერისკათ და სხვების უფლებებიც დაეცვათ. სწორედ ამ იდეებით არის შთაგონებული მისი ნაწარმოებები, ცხოვრებისეული თხზულებები და ქმნის ძალიან დიდ მემკვიდრეობას მომავალი თაობისთვის და დღემდე აგრძელებს ამ სულისკვეთებას და ინფორმაციის გავრცელებას. გლორია გახდა პირველი ქალი, ვისაც კი ოდესმე უსაუბრია პრესის ეროვნული კლუბის, ჟურნალისტური პროფესიული ორგანიზაციის ღონისძიებაზე. იმდროინდელი ცნობების თანახმად, სტეინემ თავისი სიტყვა მედიის კრიტიკით გახსნა.

 
„ნამდვილი სიბრალული მოვიდა აქ, როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცთა უმცირესობისთვის. ნაკლებად სავარაუდოა ისიც, რომ ისინი ავტორიტეტად უფრო მაღლა დადგნენ თეთრკანიან მამაკაცებზე. რამდენი ქალი ან შავი ქალაქის რედაქტორი შეგხვედრიათ?“

გლორიამ 2005 წელს დაარსდა ქალთა მედიის ცენტრი, რომელიც მუშაობდა ქალთა გაძლიერების მიმართულებით, რომ მათ საზოგადოებაში ადგილი დაემკვიდრებინათ. გლორია აქტიურად აშუქებდა ქალთა უფლებებს და ბევრს საუბრობდა ამ თემებზე. მან 1969 წელს ხმა აიმაღლა და გააკეთა მოხსენება ნიუ-იორკის ჟურნალისთვის, რომელიც აბორტს ეხებოდა. ის ამბობდა, რომ ქალებს ჰქონოდათ არჩევანის თავისუფლება, თვითონ უნდა გადაეწყვიტათ დაიტოვებდნენ თუ არა ნაყოფს, მაგრამ 1973 წელს ამის დაკანონება არ მომხდარა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1986 წელს სტაინემი ცხოვრებისეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მას ძუძუს კიბო დაუდგინეს. გლორიამ მკურნალობით შეძლო დაავადების დამარცხება. 2000 წელს გლორიამ ისეთი რამ გააკეთა, რასაც წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ არ გააკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილი იყო თავისი ხმამაღალი და თამამი განცხადებებით იმის შესახებ, რომ ქალს კაცი ისე სჭირდება, როგორც თევზს ველოსიპედი. გლორიამ დაქორწინება გადაწყვიტა. მისი მეუღლე დევიდ ბეილი იყო გარემოს დაცვისა და ცხოველთა უფლებების დამცველი, მსახიობ კრისტიან ბეილის მამა.

66 წლის ასაკში სტეინემმა დაამტკიცა, რომ ის კვლავ არაპროგნოზირებადია და მისი ცხოვრება მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით სავსეა. მათ ქორწინებას საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა. სამწუხაროდ მათი კავშირი დიდხანს არ გაგრძელებულა. ბეილი 2003 წელს ტვინის კიბოთი გარდაიცვალა. სტეინემმა განაცხადა, რომ დევიდს ყველაზე დიდი გული ჰქონდა იმ ადამიანებს შორის ვისაც იცნობდა.

სტაინემმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქალთა უფლებების დაცვას, აქტიურად ხელმძღვანელობდა სხვადასხვა მსვლელობებს, იყო ძალიან მოთხოვნადი სპიკერი. 70-იანი წლებში ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებებისკენ მიმართული ცნობილი კამპანია, მიზნად ისახავდა სქესის სამართლებრივი თანასწორობის დამკვიდრებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას. მიუხედავად იმისა, რომ სენატმა მიიღო ისტორიული შესწორება, მაინც ვერ მოხერხდა მისი რატიფიცირება. სენატისთვის მიცემულ ჩვენებაში გლორია ამტკიცებს ამის ნაწილობრივ მიღებას და ამბობს, რომ:

 
„სიმართლე ისაა, რომ ჩვენი ყველა პრობლემა ერთსა და იმავე სქესზე დაფუძნებული მითებიდან მოდის. ჩვენ შეიძლება თქვენს წინაშე თეთრი რადიკალები, საშუალო ასაკის ან საშუალო კლასის შავი სულის დები ვიყოთ. ჩვენ ყველა სულიერი დები ვართ, რომლებიც ამ მოძველებული მითების წინააღმდეგ ვიბრძვით.“

ათწლეულების განმავლობაში, სანამ ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალიზდებოდა სტეინემმა გულწრფელად ისაუბრა მსგავსი ქორწინების მხარდაჭერაზე. 1970 წელს გამოქვეყნებულ ნარკვევში როგორი იქნება ქალების გამარჯვება, რომელიც გამოქვეყნდა თაიმის მიერ გლორია წერდა:

 
„არსებობს ცხოვრების სხვადასხვა ალტერნატიული სტილი. მრავალი ოჯახიდან სხვადასხვა ჯგუფები არსებობს და-ძმები, ბავშვები, წყვილები, შერეული კომუნები, სამუშაო კლასობრივი თუ ასაკობრივი ჯგუფები, სისხლთან დაკავშირებული კლანები. მარტოხელა ქალებს უფლება ექნებათ დარჩნენ დამოუკიდებელ არსებებად.ლესბოსელებსა და ჰომოსექსუალებს აღარ ექნებათ უარი კანონიერად სავალდებულო ქორწინებებზე, რომლებიც სრულდება ურთიერთდახმარების ხელშეკრულებებით და მემკვიდრეობის უფლებებით.“

1972 წელს გლორიამ და სხვა ფემინისტმა ქალბატონებმა, როგორიცაა კონგრესმენი ბელა აბზუგი, შირლი ჩიშოლმი და ფემინისტი ბეტი ფრიდანი შექმნეს ქალთა ნაციონალური პოლიტიკური ჯგუფი. იგი განაგრძობს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას და უზრუნველყოფს უფრო მეტი თანასწორუფლებიანი ქალების არჩევას საჯარო თანამდებობებზე. სხვა ორგანიზაციები,რომელიც გლორიას ცხოვრებაში და მის დიდ კარიერაში იყო არის Women’s Action Alliance, რომელიც ხელს უწყობდა არასექსისტურ, მრავალ რასობრივ ბავშვთა განათლებას; ქალთა მედიის ცენტრი მედიაში ქალთა პოზიტიური სურათების პოპულარიზაციის მიზნით; ამომრჩეველი არჩევანისთვის, პოლიტიკური ქმედების კომიტეტი და ქალთა ქალბატონის ფონდი. გასული საუკუნის 90-იან წლებში მან დააფუძნა Take Our Daughters to Work Day, ეს იყო პირველი მცდელობა ახალგაზრდა გოგონების გაძლიერებისკენ კარიერული შესაძლებლობებისკენ მიმართული.

მიღწევები და წარმატება

რედაქტირება

გლორია სტაინემს დიდი ღვაწლი და დამსახურება აქვს ქალთა უფლებების საკითხებში. იგი 55 წლის განმავლობაში ქალებს მოუწოდებდა დამოუკიდებლობისკენ და მწვერვალების დაპყრობისკენ. 1992 წელს გამოცა წიგნი სახელად „რევოლუცია შიგნიდან“. გლორია მიიჩნევდა, რომ მისი ეს ნამუშევარი არის ყველაზე პოლიტიკური რამ, რაც დაწერა. იგი ამბობდა, რომ მრავალი ინსტიტუტი შექმნილია იმისათვის, რომ დაანგრიონ ჩვენი ადამიანების ავტონომია და დამოუკიდებლობა, რათა მათ დავემორჩილოთ მათ ავტორიტეტს. მან ასევე 1994 წელს გამოაქვეყნა კიდევ ერთი კრებული, სიტყვების მიღმა მოძრაობა: ასაკი, გაბრაზება, სექსი, ძალა, ფული, კუნთები სქესს შორის საზღვრების გარღვევა. გლორიას ბესტსელერ წიგნებში შედის: „ჩემი ცხოვრება გზაზე“, რევოლუცია შიგნიდან, თვითშეფასების წიგნი, აღმაშფოთებელი მოქმედებები და ყოველდღიური აჯანყებები, სიტყვების მიღმა მოძრაობა და მერლინი: ნორმა ჟანი. ის ბევრი ჯილდოს მფლობელია. მისი ნამუშევრები მრავალ სახელმძღვანელოშია გამოქვეყნებული. 2013 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას გადასცა თავისუფლების მედალი, უმაღლესი სამოქალაქო მედალი. ასევე მის პატივსაცემად, 2017 წელს, რატგერსის უნივერსიტეტმა შექმნა გლორია სტეინემის სახელობის კათედრა მედიაში, კულტურასა და ფემინისტურ კვლევებში.

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. SNAC — 2010.
  3. Encyclopædia Britannica
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. FemBio database
  6. GeneaStar
  7. Munzinger Personen
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1027.
  9. 9.0 9.1 9.2 The International Who's Who of Women 2006Routledge, 2005. — ISBN 978-1-85743-325-8
  10. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  11. Czech National Authority Database
  12. http://thehumanist.com/contributor/gloria-steinem-humanist-of-the-year/
  13. https://www.womenofthehall.org/inductee/gloria-steinem/
  14. https://www.loc.gov/about/awards-and-honors/living-legends/gloria-steinem/
  15. https://www.ohiohistory.org/research/archives-library/state-archives/ohio-womens-hall-of-fame/
  16. https://www.smith.edu/about-smith/smith-history/smith-college-medal
  17. https://www.radcliffe.harvard.edu/about-the-institute/radcliffe-medalists
  18. https://www.bbc.co.uk/news/resources/idt-02d9060e-15dc-426c-bfe0-86a6437e5234