გლორია ალვარესი
გლორია ალვარესი (ესპ. Gloria Álvarez; დ. 9 მარტი, 1985, გვატემალა) — გვატემალელი ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და საზოგადოებრივი მოღვაწე, რადიოპროგრამის წამყვანი, პუბლიცისტი. ეროვნული სამოქალაქო მოძრაობის კოორდინატორი და პრეს-სპიკერი. აქტიურად უწევს პროპაგანდას ლიბერტარიანელობისა და რესპუბლიკანიზმის იდეებს, მკაცრად აკრიტიკებს XXI საუკუნის სოციალიზმის რეჟიმებს.
გლორია ალვარესი | |
---|---|
ესპ. Gloria Álvarez Cross | |
დაბადების თარიღი | 9 მარტი, 1985 (39 წლის) |
დაბადების ადგილი | გვატემალა, გვატემალის დეპარტამენტი, გვატემალა |
მოქალაქეობა | გვატემალა |
განათლება | საპიენცის უნივერსიტეტი, Katholieke Universiteit Leuven და ფრანსისკო მაროკინის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1985 წლის 9 მარტს „რეალური სოციალიზმის“ ქვეყნიდან ემიგრანტის ოჯახში. მამამისი ეროვნებით კუბელია, ხოლო დედა წარმოშობით უნგრელი[1] , რომელიც მუშაობდა მაღაზიაში გამყიდველად[2]. გლორიამ დაასრულა გვატემალის ფრანსისკო მაროკინის სახელობის უნივერსიტეტი და სწავლობდა პოლიტოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებს. მაგისტრის ტიტული საერთაშორისო ურთიერთობებშ მიიღო რომის უნივერსიტეტ ლა-სალიენცაში.
გლორია ალვარესი მიეკუთვნება მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსების რიგს, გამოდის როგორც რადიკალური ლიბერტარიანელობის იდეოლოგი. იგი აქტიურად მონაწილეობს გვატემალის პოლიტიკაში, როგორც ეროვნული სამოქალაქო მოძრაობის კოორდინატორი და პრეს-სპიკერი. მიჰყავს საზოგადოებრივი და პოლიტიკური რადიოგადაცემა Viernes de Gloria — პარასკევი გლორიასთან ერთად[3].
საზოგადოებაში ფართოდ ცნობილი გახდა 2014 წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც სიტყვით გამოვიდა სარაგოსაში მიმდინარე იბეროამერიკული ახალგაზრდული პარლამენტის სესიაზე. მისი სიტყვა მოწოდებით „პოპულიზმის დანგრევა“ გახდა YouTube-ის ჰიტი[4].. ალვარესის ფრაზა, El populismo ama tanto a los pobres que los multiplica — „პოპულიზმს იმდენად უყვარს ღარიბები, რომ ამრავლებს მათ რაოდენობას“ პოპულარულ მიმად იქცა.
ალვარესი მკაცრად აკრიტიკებს ძმები კასტროების რეჟიმს კუბაში, დანიელ ორტეგასა და როსარიო მურილიოს სანდინისტურ რეჟიმს — ნიკარაგუაში. არიტიკებს XXI საუკუნის სოციალიზმის ლათინომარიკულ მთავრობებს (უგო ჩავესი და ნიკოლას მადურო ვენესუელაში, რაფაელ კორეა ეკვადორში და ევო მორალესი ბოლივიაში) მმართველობის დიქტატორული მეთოდებისათის, ხმების მოსყიდისთვისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო[5].
ტერმინით პოპულიზმი გლორია ალვარესი ნეგატიურად აღნიშნავს კომუნიზმისა და მემარცხენე ავტორიტარიზმის პოლიტიკას. იგი ამ მოვლენას ეწინააღმდეგება პოლიტიკურ რესპუბლიკანიზმისა და ლიბერტარიანელობის იდეებით. ზოგადად მისი პოზიცია ხასიათდება როგორც რესპუბლიკანელობა პოპულიზმის წინააღმდეგ[6].
ამავე დროს გლორია ალვარესის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მისი კრიტიკა ეხება მხოლოდ მემარცხენე პოპულიზმსა და ავტორიტარიზმს, მაშინ როდესაც მემარჯვენე ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა მაგალითად გვატემალის პრეზიდენტები ხოსე ეფრაინ რიოს მონტი და ოტო პერეს მოლინა, იგი არაფერს ერჩის[7].
გლორია ალვარესი სტუმრობდა ესპანეთს, არგენტინასა და ურუგვაის (ბოლო ორქვეყანაში ხელისუფლებაში იყვნენ კრისტინა ფერნანდესისა და ხოსე მუხიკას მემარცხენე მთავრობები), გამართა პოლემიკა მემარცხენე ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. ცხარე კონფლიქტი გაიმართა 2015 წელს მისი ნიკარაგუაში ვიზიტის დროს. სანდინისტური ორიენტაციის სტუდენტური ორგანიზაციები ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ ალვარესს როდესაც იგი გამოდიოდა ნიკარაგუის დედაქალაქის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. დედაქალაქის აეროპორტში ალვარესი დააკავეს და დაკითხეს. ამ ამბების შემდეგ გლორია ალვარესმა განაცხადა: „მხოლოდ მშიშრებს ურჩევნიათ გაცვალონ ტყვიები სიტყვების ნაცვლად“[8].
გლორია ალვარესი გვატემალის პოლიტიკაში მოღვაწეობს როგორც მემარჯვენე მიმართულების ანალიტიკოსი და პროპაგანდისტი. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი კენჭს არ იყრის პარლამენტში და არცერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში არ შედის. თვლის, რომ საზოგადოებრივი ეროვნული სამოქალაქო მოძრაობა, რადიო და ინტერნეტი უფრო ეფექტური საშალებებს წარმოადგენენ. აკრიტიკებს გვატემალელი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს კორუმპირებულობისა და პერსპექტიული პროგრამების არქონის გამო[9]. დაკავებულია გენერალ ხოსე ეფრაინ რიოს მონტის დაცვით, რომელიც სამხედრო დანაშაულშია ბრალდებული[10]. გლორია ალვარესი კატეგორიულად უარყოფს ეფრაინ რიოს მონტის დანაშაულს გვატემალაში მაიას ტომის ინდილებეის გენოციდის საქმეში და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ბევრი ინდიელი იყო სამთავრობო სამოქალაქო თავდაცვის პატრულში.
გლორია ალვარესის მოღვაწეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ გვატემალით. იგი აქტიურად მონაწილეობს იბერო-ამერიკის მემარჯვენეთა საინფორმაციო თუ პოლიტიკურ პროექტებში. კონტაქტები აქვს კუბის ანტიკომუნისტურ ემიგრაციასთან, მხარს უჭერს მემარჯვენე კონსერვატიულ პარტიებს ლათინური ამერიკის ქვეყნებში, მათ შორის სალვადორის ეროვნულ რესპუბლიკურ ალიანსს[11].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gloria Álvarez: «Nunca iré a Cuba a cancunear»
- ↑ Asi es la politologa que desmonto a Podemos
- ↑ La libertad es hermosa, fotos de Gloria Alvarez. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-21. ციტირების თარიღი: 2020-02-26.
- ↑ Las claves del discurso de la politóloga guatemalteca que desmonta el populismo
- ↑ Una politologa guatemalteca desmonta el discurso populista de Podemos
- ↑ Gloria Álvarez, Populismo vs República
- ↑ ¿Gloria Álvarez, en nombre de la juventud latinoamericana?
- ↑ Ortega «recibe» a Gloria Álvarez
- ↑ Gloria Álvarez habla del 'mal' de la política latinoamericana. «La república es la única cura al populismo». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-28. ციტირების თარიღი: 2015-08-03.
- ↑ Евангелие от Эфраина, или Духоподъёмные патрули генерала Риоса Монтта. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2020-02-26.
- ↑ La derecha viraliza en las redes un discurso para «desmantelar el populismo». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-09. ციტირების თარიღი: 2015-08-03.