ოტო პერეს მოლინა
ოტო პერეს მოლინა (ესპ. Otto Pérez Molina; დ. 1 დეკემბერი, 1950, გვატემალა, გვატემალა) — გვატემალის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. გვატემალის პრეზიდენტი 2012-2015 წლებში.
ოტო პერეს მოლინა | |
გვატემალის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 იანვარი, 2012 – 3 სექტემბერი, 2015 | |
წინამორბედი | ალვარო კოლომი |
მემკვიდრე | ალეხანდრო მალდონადო აგირე |
დაბადებული | 1 დეკემბერი, 1950 გვატემალა, გვატემალა |
პოლიტიკური პარტია | პატრიოტული პარტია |
მეუღლე | როსა ლეალი |
შვილები | 2 |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1950 წელს. დაამთავრა გვატემალის სამხედრო აკადემია, შემდეგ სწავლობდა აშშ-ში. სამხედრო დაზვერვაში ეკავა ინსპექტორის თანამდებობა. 1983 წელს მონაწილეობდა ოსკარ უმბერტო მეხია ვიქტორესის სამხედრო გადატრიალებაში. 1993 წლიდან პრეზიდენტ რამირო ლეონ კარპიოს გუნდის წევრია. ხელი მოაწერა გვატემალის სამოქალაქო ომის დასრულების სამშვიდობო ხელშეკრულებას.
2000 წელს გადადა სამხედრო სამსახურიდან. 2011 წელს დააარსა პატრიოტული პარტია, მონაწილეობდა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველ ტურში მიიღო ხმების 23,51 %, ხოლო მეორეში - 47,18 %. საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც და თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველ ტურში დაიკავა პირველი ადგილი და მიიღო ხმების 36,02 %, მეორე ტურში კი გაიმარჯვა და 2012 წლის 14 იანვარს დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა.
2015 წელს კორუფციაში ბრალდების გამო კონგრესმა იმუნიტეტი ჩამოართვა და პერესი გადადგა[1][2]. 2015 წლის 3 სექტემბერს დააპატიმრეს.[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Malkin, Elisabeth; Ahmed, Azam (1 September 2015). „President Otto Pérez Molina Is Stripped of Immunity in Guatemala“. The New York Times.
- ↑ „Guatemala President Resigns Amid Corruption Probe“. The New York Times. Associated Press. 3 September 2015.
- ↑ Romo, Rafael; Botelho, Greg (3 September 2015). „Otto Pérez Molina out as Guatemala's President, jailed“. CNN.