გიშის ეკლესია (აზერ. Kiş kilsəsi) — ქართული ქრისტიანული ტაძარი ისტორიულ ჰერეთში, საინგილოში. მდებარეობს მდინარე გიშისწყლის ხეობაში, სოფელ გიშში, რომელიც ქალაქ შაქიდან 4-5 კილომეტრითაა დაშორებული.

გიშის საყდარი

ჯაბა ლაბაძის ფოტო

გიშის ეკლესია — აზერბაიჯანი
გიშის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°14′56″N 47°11′35″E / 41.248933° ჩ. გ. 47.193067° ა. გ. / 41.248933; 47.193067
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი შაქი
ადგილმდებარეობა სოფ. გიში.
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი მუზეუმი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი კუპელჰალე
დეტალები

ტაძრის გეგმა

საყდარი კუპელჰალეს ტიპისაა და სოფელ გიშის აღმოსავლეთით, ყველაზე ამაღლებულ ადგილას დგას. მას გარშემო ქვის დიდი გალავანი ჰქონია შემოვლებული. საყდრისა და გალავნის შემოგარენში სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება.

მნიშენელოვან ცნობებს გვაწვდის სოფელ გიშისა და მისი საყდრის შესახებ ვახუშტი:

ვიკიციტატა
„გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთაო წუქეთისა და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა…“
(ვახუშტი ბაგრატიონი)

როგორც ჩანს, გიშის ღვთისმშობლის საყდარი ვახუშტის მოხსენიებული აქვს გუმბათოვან დიდ ეკლესიად.

გიშის საყდრის მთელი ნაგებობა და კარვისებური რვაწახნაგოვანი პირამიდული ფორმის გუმბათი დღემდე კარგადაა შემონახული. როგორც ირკვევა, გიშის საყდრის გუმბათი და ზოგიერთი სხვა ელემენტი უკანასკნელად აღდგენილ და გადაკეთებულ იქნა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. გ. ჩუბინაშვილის აზრით, შესაძლებელია გარჩევა იმ ძლიერ დანგრეული უძველესი ეკლესიის ნაშთების, რომელიც XI საუკუნეში აუშენებიათ. ჩუბინაშვილი იქვე შენიშავს, რომ ეს პატარა ეკლესია თავისი უტყვი არქიტექტურით არ შეიძლება მივიღოთ ეპისკოპოსთა იმ კათედრად, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ VI საუკუნეში, სახელდობრ, „გიშელთა“ კათედრად; ასევე მისი აზრით, ეკლესიის შესასვლელი (კარიბჭე) გადაკეთებულია XIX საუკუნის შუა წლებში.

ძეგლის აგებისა და ნგრევა-განახლების პირველ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს VI-XI საუკუნეები, ხოლო მეორე პერიოდი გრძელდება XVII საუკუნიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. ამჟამად ტაძარში მუზეუმია მოწყობილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება