გიორგი (გიო) ხუციშვილი (დ. 17 ივლისი, 1962, თბილისი — გ. 11 ივნისი, 2018, თბილისი) — ქართველი მომღერალი და მსახიობი. იგი ასრულებდა ქართულ სიმღერებს, როგორც მარტო, ასევე დუეტში; ერთ-ერთი მისი ცნობილი დუეტი იყო ნატო გელაშვილთან ერთად (ყველაზე ცნობილი სიმღერა — „აყვავდება როცა ნუში“).

გიო ხუციშვილი
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1962
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 11 ივნისი, 2018 (55 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი

მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) „მემატიანეში“. გადაიღო კინონოველა „სინანული“ (1984), დოკუმენტური ფილმები „აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს“, „საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ...“ (1985), „დედმამიშვილობა“ (1986), „იყო ასეთი ჭაბუკი“ (მ. გაგუასთან ერთად, 1988), „არჩევნები“ (1988), „თანამოაზრენი“ (გია ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვა. ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, თბილისის სპორტის სასახლეს დირექტორი.

2018 წლის 29 მაისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.[1] გიო ხუციშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე სენით იყო დაავადებული. მომღერალი 2018 წლის 11 ივნისს, თბილისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. პირველი არხი (29 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2018.
  2. მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. imedinews (11 ივნისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-14. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2018.