ნატო გელაშვილი
ნატო გელაშვილი (დ. 18 აპრილი, 1972, ბორჯომი) — ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და ავტორ-შემსრულებელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებანატო გელაშვილმა დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. ამ პერიოდში მას უკვე, დაახლოებით, ათი მუსიკალური ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი. პირველი სიმღერა თოვლზე დაწერა, მაშინ მეოთხე კლასში იყო.
1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.[1]
1995 წელს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი. ამ დროს ნატო უკვე კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი იყო, მისმა სიმღერამ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ეს იყო პირველი წარმატება, საიდანაც ამოტივტივდა მისი სახელი, თუმცა, მანამდეც ჰქონდა პატარ-პატარა კონცერტები და წარმატებები.
მიუხედავად ბათუმში მიღწეული წარმატებისა ნატო ამის შემდეგ ფესტივალზე აღარ გასულა.
„საერთოდ არ მიყვარს კონკურსები, ბათუმის ფესტივალზეც შემთხვევით მოხვდა ჩემი სიმღერა, უბრალოდ ძალიან მთხოვეს, რომ ბათუმზე დამეწერა“
| |
(ნატო გელაშვილი)
|
სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო გასტროლები ბულგარეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ისრაელში და ეს გასტროლები დღემდე გრძელდება. ტარდებოდა აგრეთვე საქველმოქმედო კონცერტებიც.[2]