გიორგი I გურიელი
გიორგი I გურიელი (გ. 1512) — გურიის მთავარი 1483-1512 წლებში, კახაბერ II გურიელის ძე, იმერეთის მეფის ვასალი და მისი მსახურთუხუცესი. ისარგებლა იმერეთში ოსმალთა შემოსევით და უარი თქვა იმერთა მეფის მორჩილებაზე.
გიორგი I გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1483 |
მმართ. დასასრული: | 1512 |
წინამორბედი: | კახაბერ II გურიელი |
მემკვიდრე: | მამია I გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1512 |
შვილები: | მამია I გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | კახაბერ II გურიელი |
XVI საუკუნის დასაწყისში მოიგერია ოსმალთა შემოსევა ჭანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც მაშინ გურიის სამთავროში შედიოდა. 1502 წელს მზეჭაბუკ ათაბაგთან ბრძოლაში დაკარგა აჭარა და ჭანეთი.
ლიტერატურა რედაქტირება
- ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 26.
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 163.