გიორგი ჯანელიძე (ფეხბურთელი)

გიორგი ჯანელიძე (დ. 25 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 2022 წლიდან იცავს ქობულეთის „შუქურას“ ღირსებას.

გიორგი ჯანელიძე
გიორგი ჯანელიძე თბილისის „დინამოში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ჯანელიძე
დაბადების
თარიღი
25 სექტემბერი, 1989 (1989-09-25) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
ნორჩი დინამოელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007–2013 ვიტ ჯორჯია 74 (4)
2012–2013   ნეფტეხიმიკი 2 (0)
2013 ვიტ ჯორჯია 29 (6)
2014–2016 დინამო თბილისი 32 (0)
2016–2017 სიონი ბოლნისი 13 (2)
2017–2018 კოლხეთი-1913 33 (4)
2018–2019 დინამო ბათუმი 56 (4)
2020 ტორპედო ქუთაისი 15 (0)
2021 თელავი 32 (1)
2022– შუქურა 38 (6)
ეროვნული ნაკრები
2009 საქართველო 21 წლ. 3 (0)
2011–2012 საქართველო 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 აპრილი, 2023

გიორგი ჯანელიძემ კარიერა ვაკის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, საიდანაც „ნორჩ დინამოელში“ გადავიდა. შემდეგ კარიერა განაგრძო „ვიტ ჯორჯიაში“, სადაც ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა, ბოლოს კი მთავარი გუნდის კაპიტნის სამკლავურიც დაიმსახურა. 2012–2013 წლების სეზონში იჯარით იმყოფებოდა რუსულ „ნეფტეხიმიკში“,[1] სადაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. 2013 წლიდან დაბრუნდა „ვიტ ჯორჯიაში“ და თამაში ისევ ძირითად შემადგენლობაში განაგრძო. 2014 წლის იანვრიდან თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია.[2][3]

ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა მხოლოდ 1, ამხანაგური მატჩი მოლდოვის წინააღმდეგ (2:0), სადაც 86-ე წუთზე შეცვალა ზურაბ ხიზანიშვილი.[4]

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება