გიორგი წიტაიშვილი
გიორგი წიტაიშვილი (დ. 18 ნოემბერი, 2000, რიშონ-ლე-ციონი, ისრაელი) — ქართველი ფეხბურთელი. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე. არის კიევის „დინამოს“ აღზრდილი და 2018 წლიდან ამ გუნდის წევრი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2024 წლის ივლისიდან იჯარით თამაშობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის საფეხბურთო კლუბ „გრანადაში“.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 18 ნოემბერი, 2000 | ||
დაბადების ადგილი | რიშონ-ლე-ციონი, ისრაელი | ||
სიმაღლე | 171 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | გრანადა | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2012–2018 | დინამო კიევი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2018– | დინამო კიევი | 19 | (0) |
2021 | → ვორსკლა | 4 | (1) |
2021–2022 | → ჩერნომორეცი | 13 | (1) |
2022 | → ვისლა კრაკოვი | 7 | (1) |
2022–2023 | → ლეხი პოზნანი | 12 | (1) |
2022–2023 | → ლეხი პოზნანი II | 5 | (0) |
2023–2024 | → დინამო ბათუმი | 34 | (5) |
2024– | → გრანადა | 7 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2017 | უკრაინა 17-წლ. | 2 | (0) |
2018 | უკრაინა 18-წლ. | 2 | (0) |
2018–2019 | უკრაინა 19-წლ. | 12 | (5) |
2019 | უკრაინა 20-წლ. | 5 | (1) |
2019–2020 | უკრაინა 21-წლ. | 4 | (2) |
2021– | საქართველო | 22 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ოქტომბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადაიბადა რიშონ-ლე-ციონში, ისრაელში, სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი თამაშობდა. წიტაიშვილი არის კიევის „დინამოს“ ახალგაზრდული სპორტული სკოლის აღზრდილი. მისი პირველი მწვრთნელები იყვნენ იური იესკინი და ალექსი დროცენკო.
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაწიტაიშვილის დებიუტი „დინამოში“ შედგა 2018 წლის 9 მაისს, უკრაინის თასის ფინალში, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ. წიტაიშვილი მოედანზე შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა. კიევის „დინამო“ ანგარიშით 0–2 დამარცხდა.[1] ამავე სეზონში შედგა მისი დებიუტი ევროტურნირებზე. შეცვლაზე შემოვიდა „დინამოს“ მიერ ანგარიშით 0–1 წაგებულ შეხვედრაში „იაბლონეცის“ წინააღმდეგ, უეფა-ს ევროპა ლიგაზე.
2024 წლის 26 ივლისს, ის იჯარის წესით ესპანურ „გრანადას“ შეუერთდა.[2]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაწიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20-წლამდე ფეხუბრთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მან ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წლის 2 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, კოსოვოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. წიტაიშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2021 | 2 | 0 |
2022 | 11 | 1 | |
2023 | 1 | 0 | |
2024 | 8 | 0 | |
ჯამში | 22 | 1 |
სანაკრებო მატჩები და გოლები
რედაქტირება№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 02.09.2021 | თბილისი | საქართველო | 0–1 | კოსოვო | მსოფ. შეს. | [3] | ||
2 | 08.09.2021 | სოფია | ბულგარეთი | 4–1 | საქართველო | ამხანაგური | 70' | [4] | |
3 | 12.10.2021 | პრიშტინა | კოსოვო | 1–2 | საქართველო | მსოფ. შეს. | 72' | [5] | |
4 | 11.11.2021 | ბათუმი | საქართველო | 2–0 | შვედეთი | მსოფ. შეს. | 70' | [6] | |
5 | 15.11.2021 | გორი | საქართველო | 1–0 | უზბეკეთი | ამხანაგური | 71' | [7] | |
6 | 25.03.2022 | ზენიცა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 0–1 | საქართველო | ამხანაგური | 63' | [8] | |
7 | 29.03.2022 | ტირანა | ალბანეთი | 0–0 | საქართველო | ამხანაგური | [9] | ||
8 | 02.06.2022 | თბილისი | საქართველო | 4–0 | გიბრალტარი | ერთა ლიგა | 40' | [10][11] | |
9 | 09.06.2022 | სკოპიე | ჩრდ. მაკედონია | 0–3 | საქართველო | ერთა ლიგა | [12][13] | ||
10 | 12.06.2022 | თბილისი | საქართველო | 0–0 | ბულგარეთი | ერთა ლიგა | 52' | [14] | |
11 | 23.09.2022 | თბილისი | საქართველო | 2–0 | ჩრდ. მაკედონია | ერთა ლიგა | 72' | [15] | |
12 | 26.09.2022 | გიბრალტარი | გიბრალტარი | 1–2 | საქართველო | ერთა ლიგა | 49' | [16] | |
13 | 17.11.2022 | შარჯა | მაროკო | 3–0 | საქართველო | ამხანაგური | 34' | [17] | |
14 | 25.03.2023 | ბათუმი | საქართველო | 6–1 | მონღოლეთი | ამხანაგური | 64' | [18] | |
15 | 21.03.2024 | თბილისი | საქართველო | 2–0 | ლუქსემბურგი | ევრ. შეს. | 72' | [19] | |
16 | 26.03.2024 | თბილისი | საქართველო | 0–0 | საბერძნეთი | ევრ. შეს. | 86'[ა] | [20] | |
17 | 09.06.2024 | პოდგორიცა | მონტენეგრო | 1–3 | საქართველო | ამხანაგური | 67' | [21] | |
18 | 18.06.2024 | დორტმუნდი | თურქეთი | 3–1 | საქართველო | ევრო 2024 | 74' | [22][23] | |
19 | 22.06.2024 | ჰამბურგი | საქართველო | 1–1 | ჩეხეთი | ევრო 2024 | 62' | [24] | |
20 | 26.06.2024 | გელზენკირხენი | საქართველო | 2–0 | პორტუგალია | ევრო 2024 | 63' | [25] | |
21 | 30.06.2024 | კელნი | ესპანეთი | 4–1 | საქართველო | ევრო 2024 | 63' | [26] | |
22 | 14.10.2024 | თბილისი | საქართველო | 0–1 | ალბანეთი | ერთა ლიგა | 81' | [27] |
- ↑ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- დინამო კიევი
- უკრაინის თასი: 2019–20
- უკრაინის სუპერთასი: 2019, 2020
სანაკრებო
რედაქტირება- უკრაინა 20-წლ.
- ფიფა-ს 20 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი: 2019[28]
ინდივიდუალური
რედაქტირება- უკრაინის ოქროს ტალანტი: 2019
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი: 2024[29]
- უკრაინის ღირსების ორდენი (მე-3 ხარისხი): 2019[30]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებათემატური საიტები |
---|
90minut · AFS · Dynamomania.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerway · Sportbox.ru · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ «Шахтар» переміг «Динамо» та здобув трофей удванадцяте
- ↑ Georgiy Tsitaishvili. Transfermarkt.com.
- ↑ Georgia 0–1 Kosovo / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Kosovo 1–2 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Sweden / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Georgia 1–0 Uzbekistan / Friendlies. soccerway
- ↑ Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Albania 0–0 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League. uefa.com
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
- ↑ Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Morocco 3–0 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 6–1 Mongolia / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers. soccerway
- ↑ Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Türkiye 3–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Türkiye 3–1 Georgia / BVB Stadion Dortmund. UEFA
- ↑ Georgia 1–1 Czechia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Portugal / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 0–1 Albania / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Spirited comeback earns Ukraine first U-20 title
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
- ↑ Про відзначення державними нагородами України членів молодіжної збірної команди України U-20 з футболу.