გიორგი ჩირგაძე
გიორგი ჩირგაძე (დ. 23 ნოემბერი, 1990) — ქართველი ფეხბურთელი, ამჟამად თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ჩირგაძე | ||
დაბადების თარიღი | 23 ნოემბერი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ნომერი | 23 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009-2011 | ნიუ-იორკ რედ ბულზი | ||
2013-2014 | მეტალურგი რუსთავი | 20 | (4) |
2014- | დინამო თბილისი | 14 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 დეკემბერი, 2014 |
კარიერა
რედაქტირება6 წლის ასაკიდან ფეხბურთს თამაშობდა „დინამოს“ სკოლაში, მისი პირველი მწვრთნელი იყო პაატა მეტრეველი. 13 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან „ნიუ-იორკ რედ ბულზის“ აკადემიაში ირიცხებოდა, შემდეგ 15 წლის ასაკში, 2009 წლის ოქტომბერში მთავარ გუნდში აიყვანეს, სადაც ტიერი ანრისთან და რაფაელ მარკესთან ერთად ვარჯიშბდა. ძირითად შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. კლუბთან კონტრაქტი 2012 წელს დაუმთავრდა, მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ უგუნდოდ დარჩა, ამერიკაში სხვა კლუბის მოძებნა ვერ შეძლო და საქართველოში დაბრუნდა.[1] 2013 წლის ოქტომბრიდან კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ გააგრძელა, სადაც უმაღლეს ლიგაში 20 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო, ხოლო თასზე 1 უგოლო მატჩი ჩაატარა. 2014 წლის ივნისში იგი თბილისის „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა ლაშა თოთაძესთან ერთად.[2] „დინამოს“ მაისურით მოიპოვა მისი პირველი ტიტული კარიერაში, საქართველოს სუპერთასი.
ტიტულები
რედაქტირება- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1): 2014/2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგი ჩირგაძე: ტიერი ანრიმ ბევრი რამ მასწავლა ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 3 ნოემბერი, 2013.
- ↑ დინამო თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 10 ივნისი, 2014.