გიორგი ტუშინსკი
გიორგი ტუშინსკი (რუს. Тушинский, Георгий Казимирович; დ. 26 აგვისტო, 1909 — გ. 9 ნოემბერი, 1979) — რუსი გეოგრაფი. ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი. მოღვაწეობდა უმეტესად გლაციოლოგიის დარგში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1971). პროფესორი (1949).[2]
გიორგი ტუშინსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 აგვისტო, 1909 ან 1909[1] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
გარდ. თარიღი | 9 ნოემბერი, 1979 ან 1979[1] |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ვედენსკოეს სასაფლაო |
საქმიანობა | გეოგრაფი, გლაციოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი[1] |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლომონოსოვის პრემია |
გიორგი ტუშინსკი დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. 1934-1939 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა პედოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო გეომორფოლოგიის სპეციალობის ხარისხი. 1949 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მასზე დიდი გავლენა მოახდინეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: ივანე შჩუკინმა, ნიკოლოზ ბარანსკიმ, განსაკუთრებით კი ალექსანდრე ბორზოვმა. 1930-იან წლებში იყო ალპინიზმისა და სამთო-ტურიზმის პოპულარიზატორი. დიდი სამამულო ომის დროს ასრულებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო დავალებებს. 1942 წლის აგვისტოში სახელმწიფო ბრძანების საფუძველზე მწვერვალ იალბუზიდან ასრულებდა ფაშისტური გერმანიის დროშების მოხსნას.[3]
1942 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „თებერდის ნაკრძალის გეომორფოლოგიური პირობები“. 1948 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. რუსეთში საფუძველი ჩაუყარა ზვავთმცოდნეობას. ტუშინსკის ძირითადი შრომები ეძღვნება საინჟინრო გლაციოლოგიის, ზვავსაშიშროებისა და სამთო-დაცვით საკითხებს. 1947 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის პედაგოგი. 1949 წელს ტუშინსკიმ გამოაქვეყნა კაპიტალური ნაშრომი სახელწოდებით: „ზვავი, წარმოქმნა და მათგან თავდაცვა“, სადაც მოცემულია ზვავის წარმოქმნის პირობები და აგრეთვე შეჯამებულია კვლევის ისტორია.[4] 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლარული ქვეყნების გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1966 წლიდან ეწოდებოდა კრიოლითოლოგიისა და გლაციოლოგიის ფაკულტეტი.[3]
მოსკოვის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს თემებზე: „ზოგადი და რეგიონული გლაციოლოგია“, „თოვლისა და ყინულის სტრუქტურა“, „ზვავთმცოდნეობა“, „სელი“, „საინჟინრო გლაციოლოგია“, „აერომეთოდები გლაციოლოგიაში“, „ლანდშაფტების გეოფიზიკა“, „გეოგრაფიული კვლევების ტექნიკური უსაფრთხოება“.[3] ლომონოსოვის პრემიის ლაურეატი (1971).
თხზულებები
რედაქტირება- Лавины. Возникновение и защита от них. М., 1949;
- Ледники, снежники, лавины Советского Союза. М., 1963;
- Космос и ритмы природы Земли. М., 1966;
- Оледенение Эльбруса. М.1968;
- Инженерная гляциология. М., 1971.
ლიტერატურა
რედაქტირება- Материалы гляциологических исследований. № 36. М.,1979.
- Гляциологический словарь. Л., Гидрометеоиздат, 1984.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Czech National Authority Database
- ↑ გიორგი ტუშინსკი — მეგაენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 3.2 გიორგი ტუშინსკი — პედაგოგისა და მკვლევრის ბიოგრაფია და სამეცნიერო მოღვაწეობა
- ↑ გიორგი ტუშინსკი — ზვავთმცოდნეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-03. ციტირების თარიღი: 2012-05-18.