ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი კაკაბაძე (დ. 1963 წლის 29 აპრილი, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი-დოკუმენტალისტი, ესეისტი, მთარგმნელი, ფიროსმანის ექსპერტი

გიორგი კაკაბაძე
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1963(1963-04-29) (61 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი და რედაქტორი
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ბიოგრაფია, ესე და critique
Magnum opus ნიკო ფიროსმანი
საიტი book.gov.ge/en/author/kakabadze-giorgi-/67

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ჯუანშერის ძე კაკაბაძე დაიბადა 1963 წლის 29 აპრილს, თბილისში.

1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1992 წლიდან მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობის სახ. დეპარტამენტის რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარ რედაქციაში, ასევე თანამშრომლობდა იუმორისტულ პროგრამასთან „აბი გლუკოზა“.

1992-1993 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში (სოხუმი, ტამიში, ოჩამჩირე, ლაბრა, გუმისთა, შრომა და სხვ.) და ფრონტიდან აწვდიდა მასალებს საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობას. მის მიერ მოპოვებულ მასალებს ხშირად იყენებდნენ უცხოური ტელეკომპანიებიც.

1994 წლიდან რადიოს ლიტერატურული პროგრამების რედაქციაში დაინიშნა მთავარი რედაქტორის მოადგილედ და ამზადებდა რადიო-ჟურნალ „დროებას“, პარალელურად ლიტერატურულ წერილებს აქვეყნებდა პერიოდულ პრესაში.

2004 წლიდან მიწვეული იყო ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „არ იდარდო“ სცენარისტად.

2005 წლიდან მუშაობდა „ინტერნიუს-სერვისის“ გახმოვანების სტუდიაში მთავარ რეჟისორად. 2011 წლიდან არის გამომცემლობა „პეგასის“ მთავარი რედაქტორი.

2008, 2011 და 2021 წელს იყო ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი წიგნებისთვის: „როგორ მესმის ლიტერატურა“, „ნიკო ფიროსმანი“, „რისი თქმაც მინდა“. ხოლო 2021 წელს — ლიტერატურული პრემია „გალას“ ნომინანტი წიგნისთვის „ნიკო ფიროსმანი“.

ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. გატაცებულია წიგნების კოლექციონერობით, მებაღეობით, მოგზაურობითა და ველურ ბუნებაში გადარჩენის ხელოვნებით (Bushcraft).

  • როგორ მესმის ლიტერატურა (კრიტიკული წერილები), გამომცემლობა „პეგასი“, 2007
  • ნიკო ფიროსმანი[1] (დოკუმენტური რომანი), გამომცემლობა „პეგასი“, 2010
  • ქართული ვაზის ჯიშები (ენციკლოპედიური ნაშრომი, თანაავტორებთან: ლევან უჯმაჯურიძე, ლონდა მამასახლისაშვილი), გამომცემლობა „პეგასი“, 2018
  • რისი თქმაც მინდა (ლიტერატურული ესეები), გამომცემლობა „პეგასი“, 2020
  • ალექსანდრ შიმკევიჩი — თბილისის არქიტექტორი (ბიოგრაფიული ნარკვევი), გამომცემლობა „პეგასი“, 2021
  • ქართული ლიტერატურის მცირე ენციკლოპედია (თანაავტორებთან: ნონა კუპრეიშვილი, ნუგზარ მუზაშვილი), გამომცემლობა „ბაკმი“, 2022

თარგმანი

რედაქტირება
  • ჩარლზ დიკენსისაშობაო სიმღერა, გამომცემლობა პეგასი“, 2012.
  • მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები , გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, 2015
  • ეგვიპტური მითები, გამომცემლობა „პეგასი“. 2019.
  • ჰენრი რაიდერ ჰაგარდიურჩხული, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, 2020
  • ლევ ტოლსტოიცოცხალი ლეში, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, 2020
  • სკანდინავიური მითები, გამომცემლობა „პეგასი“, 2023

გამოცემები უცხოურ ენებზე

რედაქტირება
  • Der Mytos Niko Firosmani[2] გერმანულ ენაზე, გამომცემლობა Reichert, მთარგმნელი Heinz Fehnrich, 2021
  • ალექსანდრ შიმკევიჩი — თბილისის არქიტექტორი. ქართულ-ინგლისური გამოცემა, გამომცემლობა „პეგასი“, 2021

ცხოვრებისეული პრინციპი

რედაქტირება

„იცხოვრე ისე, რომ ღმერთისთვის შესახვეწი არაფერი გქონდეს“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება