გიორგი თაყაიშვილი

გიორგი თაყაიშვილი (დ. 26 მაისი, 1881 — გ. 1921) — ქართველი გენერალი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ოზურგეთის მაზრაში აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. სამხედრო სამსახური დაიწყო 1901 წელს. პირველი თანრიგით დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი. გაგზავნილ იქნა მესანგრეთა მე-19 ბატალიონში. 1902 წლს გახდ პოდპორუჩიკი. იყო რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. 1906 წელს გახდა პორუჩიკი. 1909-1910 წლებში მოსახურობდა ქალაქ ირკუტსკში, აღმოსავლეთ-ციმბირის მე-2 ასეულშია. 1910-1912 წლებში მსახურობდა I კავკასიურ ასეულში. 19410 წელს გახდა შტაბს-კაპიტანი. 1912 წელს I თანრიგით დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია, მიიღო კაპიტნის წოდება. 1912-1913 წლებში მოსახურობდა მესანგრეთა მე-2 კავკასიურ ბატალიონში. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1915-1917 წლებში იყო მე-2 კავკასიური საარმიო კორპუსის ინჟინრის მოვალეობის შემსრულებელია. 1916 წელს გახდა პოდპოლკოვნიკი. 1917 წლის 19 აპრილიდან მე-2 კავკასიური საინჟინრო პოლკის მეთაური იყო. ამავე წლის 6 აგვისტოს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის (1907); წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით (1916); წმინდა ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით (1916); წმინდა ანას მე-4 ხარისხის (1916).

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეირაღებულ ძალებში. 1918 წელს გახდა გენერალი. იყო ქართული არმიის საინჟინრო ნაწილების უფროსი. 1920 მივლინებით იმყოფებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც ხელმძღვანელობდა თავდაცვითი ზღუდის მშენებლობას მდინარე სამურზე და მონაწილეობდა ბაქოს ციხესიმაგრის გამაგრების პროექტირებაში. 1921 წავიდა ემიგრაციაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 179-180.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 34, ISBN 978-9941-0-7386-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება