გიორგი თავაძე (ფეხბურთელი)
გიორგი თავაძე (დ. 21 ივნისი, 1955, ლანჩხუთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და მცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981).[6][7][8]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი გრიგოლის ძე თავაძე[1][2] | ||
დაბადების თარიღი | 21 ივნისი, 1955 | ||
დაბადების ადგილი |
ლანჩხუთი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
მცველი,[3][4] ნახევარმცველი[5] | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1972–1976 | გურია ლანჩხუთი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1977–1978 | გურია | 60 | (3) |
1978–1982 | დინამო | 50 | (3) |
1983–1984 | ტორპედო | 61 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1997–1998 | გურია ლანჩხუთი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1955 წლის 21 ივნისს ლანჩხუთში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1966 წელს ლანჩხუთში მწვრთნელების ტ. ახვლედიანისა და დ. ჯეჯელავას ხელმძღვანელობით.
თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „დინამოში“ და ქუთაისის „ტორპედოში“.[9]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 1979 წლის 25 ნოემბერს.[10][11][12]
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 76 მატჩი (4 გოლი).[13]
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981) და ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში (1981).[14][15][16]
1997–1998 წლებში იყო ლანჩხუთის „გურიას“ მთავარი მწვრთნელი.
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — გიორგი თავაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[17]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
- თასის მფლობელი: 1981
ინდივიდუალური
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი: 1981
- 33 საუკეთესო
- № 3: 1981
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 33. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 27. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—82 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 20. 159 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი თავაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი თავაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი თავაძე — ქართული სპორტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგი თავაძე // fcdinamo.ge
- ↑ გიორგი თავაძე // fcdinamo.ge
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 33
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 27
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1982, გვ. 20
- ↑ გიორგი თავაძე // dinamo-tbilisi.ru
- ↑ გიორგი თავაძე // dinamo-tbilisi.ru
- ↑ Тавадзе Георгий Григорьевич // footballfacts.ru
- ↑ Giorgi Tavadze // worldfootball.net
- ↑ ირემაძე, ბ., მხარი კარგად აუბეს... // „ლელო“, 27.11.1979, № 226 (6537), გვ. 3.
- ↑ «Динамо» Тбилиси 3–1 ЦСКА Москва / fc-dynamo.ru
- ↑ «Динамо» Тбилиси 3–1 ЦСКА Москва / footballfacts.ru
- ↑ Тавадзе Георгий Григорьевич. Игры // footballfacts.ru
- ↑ გიორგი თავაძე იუბილარია // fcdinamo.ge
- ↑ გიორგი თავაძე იუბილარია // fcdinamo.ge
- ↑ Тавадзе Георгий Григорьевич // klisf.net
- ↑ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
- ↑ "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал დაარქივებული 2023-04-18 საიტზე Wayback Machine. // fc-dynamo.ru
- ↑ Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980
- ↑ Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
- ↑ Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й