გიორგი და საბა ხახულელები
გიორგი მწერალი და საბა ხახულელი — XI საუკუნის ქართველი სასულიერო პირები, გიორგი მთაწმინდელის ბიძები. მოღვაწეობდნენ ხახულის მონასტერში. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღეა ახალი სტილით 1 იანვარი (ძვ. სტ. 19 დეკემბერი).
გიორგი და საბა ხახულელები | |
---|---|
ცხოვრება და მოღვაწეობა
რედაქტირებაგიორგი მწერალი და მისი ძმა საბა, გიორგი მთაწმინდელის მამის, იაკობის, ძმები იყვნენ. ისინი ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ. გიორგიმ და საბამ ახალგაზრდა გიორგი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მაკარი მმარხველს, ბასილი ბაგრატის ძეს, ილარიონ თუალელს და ნატონი მნათეს წარუდგინეს, შემდეგ იქვე, მონასტერში დატოვეს და ხელმძღვანელობდნენ მის აღზრდასა და სწავლა-განათლებას. ამ დროს დაბა ტვარწატაფში ცხოვრობდა დიდებული ფერის ჯოჯიკისძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მეფე ბაგრატ III-ის ასული. მათ განიზრახეს ბერის მიპატიჟება სასახლეში მასწავლებლად და სულიერი ცხოვრების საქმეთა გამგედ. მათი არჩევანი გიორგი მწერალზე შეჩერდა. გიორგი დაითანხმეს მონასტრიდან წასვლაზე.
გიორგი ხახულელმა ფერის ჯოჯიკისძის ოჯახში თან წაიყვანა ახალგაზრდა გიორგი. ერთი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილიმ ფერისი შეთქმულებაში მონაწილეობაში დაადანაშაულა და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე ნათესავებით, რომელთა რიცხვში გიორგი მწერალი და ყრმა გიორგი მთაწმინდელიც იყვნენ, კონსტანტინოპოლში წაიყვანეს, სადაც თორმეტი წელი დაჰყვეს. შემდგომ კვლავ უკან დაბრუნდნენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია, ქართველ წმიდანთა ცხოვრება, თბ., 2004
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.