სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ილარიონი.

ილარიონ თუალელი, ღირსი ილარიონ თუალელი/თვალოელი (დ. დაახ. 970, სამხრეთი საქართველო — გ. 1041) — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღეა 6 აგვისტო (ძველი სტილით 24 ივლისი).

ილარიონ თუალელი

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

დაიბადა სამხრეთ საქართველოში 970 წლის ახლო ხანებში. ილარიონის შესახებ ცნობები ძალიან მწირადაა შემონახული. გიორგი მცირე წმიდა „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ აღნიშნავს რომ, 1020 წელს, როდესაც ათი წლის გიორგი ხახულის მონასტერში მიიყვანეს, იგი აღსაზრდელად ჩააბარეს იმ დროისათვის ხახულში მოღვაწე წმიდა ილარიონ თუალელს.

უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული.

ვითარცა მთიები ბრწყინვიდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღუაწებათა წარმოთქუმაჲ შეუძლებელ არს.

ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი.

ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა.

ილარიონისაგან ისწავლოა გიორგი მთაწმინდელმა

ყოველივე საღმრთონი წერილნი ძუელისა და ახლისა სჯულისანი... და საგალობელნი იგი საწელიწადონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი.

წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი. „ქართლის ცხოვრება“ ღირს ილარიონ თუალელს მოიხსენიებს როგორც სახელგანთქმულ მთარგმნელსა და მწიგნობარს. მიხეილ საბინინის ცნობით, ღირსი ილარიონი აღესრულა 1041 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე). „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება