გიორგი არადელ-იშხნელის საფლავი
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
გიორგი არადელ-იშხნელის საფლავი — ისტორიული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთიდან 3 კილომეტრის მოშორებით, საგვარეულო სასაფლაოზე. ცნობილი ქართველი მსახიობი, გიორგი არადელ-იშხნელის (1882-1929 წწ.) საფლავს ირგვლივ შემოვლებული აქვს რკინის მესერი, საფლავზე დგას მარმარილოს კვარცხლბეკი რომელზეც აღმართულია ჯვარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 356.