გიორგიწმინდის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგიწმინდის ღვთისმშობლის ეკლესია.

გიორგიწმინდის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ძველ ნაწილში.

კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია და მასთან ახლოს მდგომი ორი კოშკი. კოშკები ერთმანეთისგან ოცდათხუთმეიოდე მეტრის მანძილზე დგას, ეკლესია კი მათ შორისაა მოქცეული.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (15,72×6,25 მეტრზე). აქვს ორი შესასვლელი: ერთი დასავლეთ კედელშია გაჭრილი, მეორე — სამხრეთ კედლის შუაში. ორივე თარაზულადაა გადახურული. სამხრეთ კარის თავზე მოთავსებულ ქვაზე მხედრული დამწერლობით შესრულებული ოთხსტრიქონიანი წარწერაა, რომლის მიხედვით ეკლესია 1800 წელს აუშენებია მღვდელ ივანე კევლიშვილს.

XX საუკუნის 50-იან წლებში ეკლესია კლუბად გამოიყენებოდა, რა დროსაც მან გარკვეული სახეცვლილება განიცადა. ნაგებობა მნიშვნელოვნად გადაკეთდა XXI საუკუნის დასაწყისში ჩატარებული, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგადაც. ამ დროს გადააკეთეს დასავლეთ შესასვლელი, აამაღლეს საუკურთხევკის იატაკი, ააგეს კენკელი და ინტერიერი შელესეს გაჯით.

ძეგლი რიყის ქვითა და აგურიათაა ნაგები. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. კონსტრუციული ნაწილები, შესასვლელები და ლავგარდანი გამოყვანილია აგურით. გარედან კელდები კირის დუღაბითაა გასწორებული, რომელიც საპირე ქვების ზედაპირის დიდ ნაწილს ფარავს.

ეკლესიის შიდა სივრცე ამ ტიპის ნაგებობებისათვის უჩვეულოდ გრძელია (შიდა ზომები აფსიდის ჩათვლით: სიგრძე — 13,7 მეტრი, სიგანე — 4,2 მეტრი). აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც გაჭრილია განიერი, ნახევარწრიული თაღოვანი სარკმელი. გარედან იგი აგურითაა გამოყვანილი და ბრტყელი თაღი ხურავს. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს და ქვეშ, თითო განიერი ნიშაა. სარკმლის სამხრეთით მდებარე ნიშა სწორკუთხაა. დანარჩენი ორი — თაღოვანი.

დარბაზის გრძივ კელდებზე სამი წყვილი პილასტრია. პილასტრების დასავლეთ წყვილი, რომელიც დანარჩენებთან შედარებით ოდნავ უფრო განიერია, კუთხეებთანაა შერწყმული. ყველა პილასტრი დასრულებულია ტლანქი, ძლიერი შვერილი, თაროსებრი კაპიტელით. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ სამი სარკმელი აშუქებს. მათგან თითო — გრძივი კელდების დასავლეთ ნაწილში ერთმანეთის მოპირდაპირედაა გაჭრილი, ერთიც — დასავლეთ კედელში. შიგნით ყველა სარკმელი თაღოვანია, საკურთხევლის სარკმლისგან განსხვავებით. მათ გარეთა ღიობი ქვიშაქვის ოთხ-ოთხი გათლილი ქვითაა გამოყენებული და კვადრატის მიახლოებული ფორმა აქვს. მსგავსი კიდე ერთი სარკმელი იყო გაჭრილი, სამხრეთით კი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც რემონტის დროს ისეა ამოშენებული, რომ მისი კვალიც კი აღარ ჩანს.

ეკლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით გამოსახულია მრავასაფეხურიანი პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი, რომლის განივი მკლავების ბოლოსთან, ოდნავ ზემოთ, თითო პატარა, ტოლმკალავა ჯვარის შეღრმავებული გამოსახულებაა.

სამხრეთ ფასადზე, შესასვლის გადახურვის დონეზე, გამოყვანილია მაღალი, მცირედ შეღრმავებული, ოთხკუთხა არე, რომელსაც აგვირგვინებს წყობიდან კუთხით გამოშვერილი, აგურებით ორი რიგით შედგენილი ფრიზი. თავად არის ზედაპირი კი აგურედის ფიგურული წყობითაა დამუშავებული (აგურედრბი თევზიფხურადაა დაწყობილი), რაც საგანგებო, მხატვრული ამოცანის არარსებობას მოწმობს. შესასვლელ ორივე მხარეს, ერთიმეორის თავზე განლაგებული, ორ-ორი შეღრმავებული რომბია. შესასვლელის ზემოთ კი მცირედ შეღრმავებული, კვადრატული ნიშაა, რომელშიც წარწერიანი ქვაა ჩასმული.

ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის გადახურვაც მოქცეული იყო ოთხკუთხა არეში (შემორჩენილია კვალი). იგო ამჟამად ამოშენებულია და ზედ ლითონის ორკალთა წინფრაა მიმაგრებული.

ფასადები დასრულებულია მაღალი ლავგარდანით (განხლებულია ეკელესიის რეაბილიტაციის დროს), რომელიც გამოყვანილია ჩვეულებრივად დაწყობილ და კუთხით შვერილი აგურებით შედგენილი რიგების მონაცვლეობით.

შენობა გადახურულია ღარისებრი კრამიტით. კომპლექსის ორივე კოშკი ტიპიურია XVII საუკუნის II ნახევრისთვის (ორივე მათგანს 2016-2017 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა საქართველოს ისტორიულ ძეგლთა და გადარჩენის ფონდმა). კოშკები ცილინდრულია და რიყის ქვითაა ნაგები. მათგან ერთი — ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხესთან დგას, სამიოდე მეტრზე. ხოლო მეორე ეკლესიის სამხრეთ დასავლეთ კუთხის მოპირდაპირედ, დაახლოებით 8 მეტრია მოშორებით.

ეკელესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხესთან მდგარ კოშკზე, შესასვლელის ზღუდარზე (რისთვისაც საფლავის ქვაა გამოყენებული). შემორჩენილა მხედრული დამწერლობით შესერულებული სამშენებლო წარწერა. იგი დაზიანებულია და კარგად არ იკითხება.

წარწერის შინაარსის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ორი თვალსაზრისი. იმ საკითხში, რომ კოშკები აგებულია მეფე ერეკლე II ყორჩიბაშის — რამაზის მიერ, მკვლევართა შორის თანხმობა. მკვლევარი პ. ზაქარაია მას კითხულობს, როგორც „კარებში“ ხოლო მკვლევარი თ. ბარნაველი — ხარებში. პ. ზაქარიას აზრით, კოშკების მშენებლობის დროს „მათ შორის ეკლესია არ მდგარა“.

კოშკი ოთხი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. პირველ სართულზე ყრუა. ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულზეა, სამხრეთ-დასავლეთით შესასვლელის პირდაპირ, შეისრულთაღოვანი ბუხარია. სარკმელი ამ სართულზე მხოლოდ ერთია, სამხრეთ-აღმლსავლეთით. იგო ჩვეულებრივზე მოზრდილია. სართულზე სამი ოთხკუთხა ნიშია, რომლებიც თითო შეწყვილებული სათოფურითაა აღჭრუვილი. ბუხრის და სარკმლის გვერდებზე დაბლა დახრილი, თითო ცალმაგი სათოფურია. კარია მარცხნოვ მესამე სართულზე ასასვლელი, ნახევრად ღია კიბეა, რომლის ფარგლებში ორი სათოფურია მოწყობილი.

კოშკის მესამე სართულზე ექვსი სწორკუთხა ნიშაა, რომლებშოც თითო შეწყვილებული სათოფურია განლაგებული. ნიშებს შორის თითო ცალმაგი სათოფურია. ბუხარი ამ სართულზეცაა აღმოსავლეთ მხარეს. იგი თაღოვანია და მეორე სართულის ბუხართან შედარებით, ოდნავ უფრო მცირე ზომისაა. კოშკის მეოთხე სართულის შემორჩენილ კედლეში სიმეტრიულად განალგებული ექვსი სალოდია კვალი შეიმჩნევა. მათი ნისკარტა შვერილი დაყრდნობილი ყოფილა ხის ორ-ორ კონსოლზე.

მეორე კოშკს პირველ სართულის კედელიც ყრუა. XIX საუკუნეში კოშკი მეორე და მესამე სართული საცხოვრებლად გამოიყენებოდა და ისინი ისეა გადაკეთებული, რომ თავდაპირველი სტრუქტურა მხოლოდ მიქხლოებით დგინდება. შესასვლელი ამ კოშკსაც მეორე სართულის დონეზეა, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან. სართულის კედლებში სამი პატარა სარკმელი და ექვსი ცალმაგი სათოფურია. სათოფურები ზოგი პირდაპირ, ზოგი კი ქვემოთკენაა მიმართული. მესამე სართულის კედლებში ასიმეტრიულად განალგებული, თითო სათოფურით აღჭურვილი, რვა მცირე ზომის ნიშაა (მოგვიანებით, ზოგ ნიშაში სათოფურის ადგილას სარკმელი მოუწყვიათ, ზოგში — კარი). სართული გადახურულაია აგურით ნაწყობი, ნახევარსფერული გუმბათით.

კოშკის ზედა ნაწილი მორღვეულია და არ ჩანს როგორ იყო იგი დასრულებული.

ეკლესიის სტრუქტურა, გარეთა კედლებში (ძირითდად აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში) საშენი მასალის შემადგენლობა და წყობის არაერთგვაროვნება გვაფიქრებინებს, რომ ეკლესია ერთდროულად არ უნდა იყოს აგებული და სხვადასხვა დროის ორი ნაწილისგან უნდა იყოს შემდგარი. კერძოდ, ძირითადად (აღმოსავლეთ) ნაწილი, ერთ ისტორიულ საფეხურს მიეკუთვნება, დასავლეთ ნაწილი კი — მეორეა. სავარაუდოდ კოშკების აგებამდე ამ ადგილას (რომელსაც კოშკების სამშენებლო წარწერას თ. ბარნაველისეული წაკითხვით „ხარება“ ერქვა) ძლიერ დაზიანებული ძველი ეკლესია იდგა (ხარების სახელობისა). რომელიც მღვდელ ივანე კევლიშვილის 1800 წელს განუახლებია და მისთვის დასავლეთიდან ახალი ნაწილი მიუდგამს.

ლიტერატურა

რედაქტირება