გიგი გიგიაძე
გიგი გიგიაძე (დ. 11 აპრილი, 1978) — ქართველი დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში.
გიგი გიგიაძე | |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2017 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2014 – 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
დაბადებული | 11 აპრილი, 1978 |
მოქალაქეობა | საქართველო |
რეზიდენცია | კოპენჰაგენი, დანიის სამეფო |
განათლება | თსუ |
პროფესია | დიპლომატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიგი გიგიაძე დაიბადა 1978 წლის 11 აპრილს. 2001 წელს დაამთავრა თბილსისი სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: 2000 წელს იყო საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე, 2000-2001 წლებში — პირველი ევროპული დეპარტამენტის მე-3 მდივანი, 2001-2003 წლებში იკავებდა პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველის თანამდებობას. 2003-2006 წლებში გიგიაძე იყო მრჩეველი საბერძნეთში მდებარე საქართველოს საელჩოში. 2006-2007 წლებში საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკის საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2007-2008 წლებში იყო ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი. 2008-2009 წლებში იკავებდა ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის პირველი ევროპული სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2009-2010 წლებში იყო ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2010 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. 2010-2012 წლებში იკავებდა ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის პოსტს. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიაში; 2013-2014 წლებში კი — ამავე რესპუბლიკის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნეუბლი. 2014-2016 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2017 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში. ამავე წლის 17 ივლისს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი.