ვალენტინ გიგინეიშვილი
ვალენტინ მირიანის ძე გიგინეიშვილი (დ. 1 იანვარი, 1888 [ძვ. სტ. 20 დეკემბერი 1887] ჯურუყვეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 10 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი გეოფიზიკოსი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). ქართული სინოპტიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.
ვალენტინ გიგინეიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 დეკემბერი, 1887 (1 იანვარი, 1888) |
დაბ. ადგილი | ჯურუყვეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 10 აგვისტო, 1979 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | გეოფიზიკოსი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1911 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი. 1912-1930 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს გეოფიზიკის ობსერვატორიაში, რეორგანიზაციის შემდეგ (1953-იდან) იყო ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი) სინოპტიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ამინდის ბიუროს კონსულტანტი. ძირითადი შრომები აქვს სინოპტიკური მეტეოროლოგიისა, აგრეთვე სეისმოლოგიის დარგში.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 152.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 614.