ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიგა ოჩხიკიძე (Giga Ochkhikidze) (დ. ნოემბერი 14, 1990, ვანი, საქართველო) — ქართველი პარამძლეოსანი, ბირთვის კვრაში (ბირთვის კვრა) მსოფლიო ჩემპიონი. [1]

  • სიმაღლე - 190 სმ
  • წონა - 150 კგ
პარამძლეოსანი
გიგა ოჩხიკიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] გიგა ოჩხიკიძე დაიბადა 1990 წლის 14 ნოემბერს ქ. ვანში, საქართველო.

არის თეატრისა და კინოს რეჟისორი. 2018 წელს დაამთავრა მაგისტრატურა ამავე განხრით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარქივებული 2024-07-28 საიტზე Wayback Machine. . გიგა ოჩხიკიძე ასევე არის თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ბაკალავრი (თეატრისა და კინოს რეჟისორი).

სპორტული განათლება მიღებული აქვს 2000-2007 წლებში კ. საფინას სახელობის კრივის სკოლაში (პეტროპავლოვსკი, ყაზახეთი).

2018-2022 წლებში გიგა დაკავებული იყო პარამკლავჭიდით. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ შეჯიბრსა და ჩემპიონატში.

2022 წლიდან გიგა ოჩხიკიძე დაკავებულია პარამძლეოსნობით, კერძოდ ბირთვის ტყორცნით.

პარამძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე 2024 წელს ქ. კობეში, იაპონია, მოიპოვა ოქროს მედალი (Men's Shot Put F53-GOLD MEDAL) და პარიზის 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიზენზია. ამავე წლის 22-24 მარტს, იტალიის ქალაქ ჯესოლოში გამართულ მსოფლიო პარა მძლეოსნობის გრან პრიზე ასევე მოიპოვა ოქროს მედალი ბითვის ტყორცნაში (Golden Medal - Shot Put F53 M/W) https://www.fidalservizi.it/risultati/2024/Jesolo_2024/Risultati/GaraM53.html

სატურნირო შედეგები:

რედაქტირება
  1. გიგა ოჩხიკიძე პარამძლეოსანი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიგა_ოჩხიკიძე“-დან