გიგა ბუკია (დ. 13 ოქტომბერი, 1967, ხობი)[1]ქართველი ბიზნესმენი, ინჟინერი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის სამგზის (2004, 2012, 2016) წევრი. საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრი.

გიგა ბუკია
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1967 (1967-10-13) (57 წლის)
დაბადების ადგილი ხობი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს კონსერვატიული პარტია
საქმიანობა მექანიზატორი და პოლიტიკოსი
დედა გიული მიქავა[1]
მეუღლე/ები ნინო ბზიავა[1]
შვილ(ებ)ი გიორგი, ანა[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

1991 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით.

1984–1985 წლებში იყო ხობის სპეციალიზებული მოძრავი მექანიზირებული კოლონა №12-ის მუშა; 1991-1998 წლებში შპს „პინო“ გენერალური მენეჯერი; 1997–2004 წლებში ინდსაწარმო „გიგა ბუკიას“ მფლობელი; 2004–2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ევროპასთან ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი; 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (2016–2019). 2019 წელს უმრავლესობა დატოვა და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კობა ამირხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, გვ. 101, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გიგა ბუკიას დეკლარაცია. declaration.gov.ge (13 მაისი, 2004). ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. უმრავლესობა ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც დატოვეს. რადიო თავისუფლება (15 ნოემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2020.