ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გია ებრალიძე (დ.1 იანვარი, 1954, თბილისი) — ქართველი იურისტი, გურიის გუბერნატორის მოადგილე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. 1988 წელს ქალაქ ხარკოვის პროკურატურის ინსტიტუტის პროფესიული გადამზადების.

1975-1976 წლებში იყო თბილისის ლენინის (ახლანდელი ნაძალადევის) რაიონის პროკურატურის გამომძიებელი. 1977-1978 წლებში თბილისის კალინინის (მთაწმინდის) რაიონის პროკურორის თანაშემწე. 1978-1980 წლებში საქართველოს პროკურატურის განყოფილების თანამშრომელი. 1980-1990 წლებში მარნეულის რაიონის პროკურორი. 1990-1991 წლებში საქართველოს პროკურატურის კადრების განყოფილების უფროსი. 1991-1999 წლებში გარდაბნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე. 1999 წლიდან თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 2000-2006 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2014 წლიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ლექცია-სემინარების შემმოწმებელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. იუსტიციის უფროსი მრჩეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი. მიღებული აქვს ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006, გვ. 162
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გია_ებრალიძე“-დან