გია გულუა
გიორგი (გია) აბიბოს ძე გულუა (დ. 20 თებერვალი, 1956, ზუგდიდი — გ. 20 აპრილი, 1994, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი (1994).
გია გულუა | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 20 თებერვალი, 1956 |
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 20 აპრილი, 1994 (38 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
კუთვნილება | საქართველო |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები | აფხაზეთის ომი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1956 წლის 20 თებერვალს ზუგდიდში. დაამთავრა ხარკოვის სახანძრო ტექნიკური სასწავლებელი 1976 წელს; 1986 წელს — სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. 1992 წლის იანვრიდან — შსს-ის თბილისის სამმართველოს უფროსი. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში (1992-1993). 1992 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 4 დეკემბრიდან იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი.[1] 1994 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
1994 წლის 20 აპრილს, გია გულუა ორ თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საკუთარ სახლთან რამდენიმე შეირაღებულმა პირმა ჩაცხრილეს.[2][3]
დარჩა მეუღლე — ნუცა და ორი ვაჟი: სანდრო და დავითი.
თბილისში, კერძოდ, კრწანისის რაიონში ერთ-ერთი ქუჩა გია გულუას სახელს ატარებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 199.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გია გულუა. Iverieli. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
- ↑ გია გულუას მკვლელობა. Experti.ge (აპრილი, 1994). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-27. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
- ↑ „მხედრიონი“ — ბოროტების მხედრობა. „საქართველოს რესპუბლიკა“. ქართული პრესის ელექტრონული არქივი. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]