გველის მარწყვი (ლათ. Duchesnea indica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი სარეველა მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს 30-100 სმ სიგრძის გართხმული ღერო, სამყურა ფოთლები, მარწყვის მსგავსი წითელი ნაყოფი.

გველის მარწყვი
გველის მარწყვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Duchesnea indica
ლათ. Duchesnea indica

გველის მარწყვის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. გავრცელებულია ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში გზადმოყოლილი მცენარეა და გვხვდება კოლხეთის დაბლობსა და მთისწინებზე, ძირითადად სუბტროპიკულ კულტურების რაიონებში, იშვიათად აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან მოშენებულია როგორც დეკორატიული მცენარე.

ლიტერატურა

რედაქტირება