გეჩბა, გჲჩბა, ქაჩბა (აფხ. Гьачба, Гьечба) — ფეოდალური საგვარეულო აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჯიქეთში.

გეჩბები სათავეში ედგნენ გეჩის თემს (საზოგადოებას), რომლის ცენტრი იყო დაბა გეჩრიფში (მდ. ფსოუს შესართავთან). გეჩის მფლობელები XVII საუკუნიდან იხსენიებიან ოსმალურ წყაროებში გეჩი-ბეგების სახელით. 1830-იან წლებში გეჩბებში ყველაზე გავლენიანი იყო თავადი ედირბეი. გეჩის უკანასკნელი მფლობელი, თავადი რაშიდ გეჩბა, რომელსაც 70-მდე აზნაური და დაახლოებით ამდენივე დასახლებული პუნქტი ემორჩილებოდა, კავკასიის ომის რუსეთის იმპერიის გამარჯვებით დამთავრების შემდეგ (1864) ოსმალეთში გადასახლდა. მას გაჰყვა გეჩის საზოგადოების თითქმის მთელი მოსახლეობა.

ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას ვარაუდით, გეჩბების ერთი შტო დაახლოებით X–XIII საუკუნეებში ქართლში გადმოვიდა, ეთნიკურად გაქართველდა და საფუძველი დაუდო ქაჩიბასძეთა საგვარეულოს, მათგან წარმოდგებიან თავადი ბარათაშვილები.

ლიტერატურა

რედაქტირება