გეღამ გრიგორიანი
გეღამ გრიგორიანი (სომხ. Գեղամ Գրիգորյան; რუს. Гегам Григорян; დ. 29 იანვარი, 1951 — გ. 23 მარტი, 2016) — სომეხი ოპერის მომღერალი.
გეღამ გრიგორიანი | |
---|---|
დაიბადა | 29 იანვარი, 1951 ერევანი |
გარდაიცვალა | 23 მარტი, 2016 (65 წლის) ერევანი, სომხეთი |
ეროვნება | სომეხი |
საქმიანობა | ოპერის მომღერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგამოჩენილი სომეხი ოპერის მომღერალი, გეღამ გრიგორიანი, დაიბადა 1951 წლის 25 იანვარს, ერევანში. მან დაამთავრა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორია, სომხეთის სახალხო არტისტის და პროფესორის სერგეი დანიელიანის კლასი. გრიგორიანი პირველად გამოჩნდა დიდ სცენაზე 1971 წელს, 20 წლის ასაკში, 1972 წელს იგი გაემგზავრა დასავლეთ ბერლინში, რათა ჩაეტარებინა სოლო კონცერტები.
1975 წელს მისი დებიუტი შედგა სომხეთის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, ედგარდოს როლში ( დონიცეტის ოპერა „Lucia di Lammermoor“). ამას მოჰყვა საროს როლი ოპერა „ანუშ“-ში, ტირითის როლი ოპერაში, „არშაკ II“, საიათ ნოვა ალექსანდრე არუთინიანის „საიათნოვაში“, გრაფი ალმავივა როსინის „Il Barbiere di Siviglia“-ში და ფაუსტი შარლ გუნოს „ფაუსტში“.
მოგზაურობის შეზღუდვები
რედაქტირება1970-იან წლებში ის უკვე ცნობილი მომღერალი იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირში. 1978 წელს მონაწილეობა მიიღო მილანის სამხატვრო სკოლის კონკურსში თეატრ ლა სკალაში და იყო ერთ-ერთი იმ ოთხ იღბლიან გამარჯვებულს შორის, რომლებიც მიიწვიეს ამ სკოლაში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იტალიაში სწავლის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე კონცერტში. „ლა სკალაში“ გეღამ გრიგორიანმა დებიუტი შეასრულა პინკერტონის როლში. ამის შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს თეატრ „ლა სკალასთან“, რომ მიეღო წამყვანი როლები ოპერებში „ბორის გოდუნოვი“ და ტოსკა. წარმოდგენებისთვის უნდა ეხელმძღვანელა კლაუდიო აბადოს, რომელიც მაშინ ლა სკალას მთავარი დირიჟორი იყო.
მუსორგსკის ოპერას დგამდა იური ლიუბიმოვი, მოსკოვის ცნობილი რეჟისორ, რომელსაც მთავრობასთან კონფლიქტი ჰქონდა (მას მოგვიანებით ჩამოერთვა მოქალაქეობა, 1984 წელს). საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტრომ სთხოვა გრიგორიანს, რომ ოპერებში აღარ მიეღო მონაწილეობა. როგორც მომღერალმა აღნიშნა მაშინ - პირველი რეპეტიციის შემდეგ, უარი განაცხადა. მაგრამ როდესაც ხელისუფლება დაემუქრა მას და მის ოჯახს, იგი დათანხმდა და გაემგზავრა რუსეთში. შემდგომში იგი შეიყვანეს ეგრეთ წოდებული შეზღუდული შემსრულებლების სიაში და არ მისცეს უფლება რომ საბჭოთა კავშირი 8 წლის განმავლობაში დაეტოვებინა;
თუმცა, იმავე წლის ნოემბერში (1979), ის აღმოჩნდა ტრიესტში, მილანიდან აღმოსავლეთით 250 კილომეტრში, მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. სანამ მისი საქმე განიხილებოდა, ის ცხოვრობდა ლტოლვილთა ცენტრში, მაგრამ რამდენიმე დღეში გაქრა და ვერ გამოჩნდა მუსორგსკის ოპერაში, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა.
1980 წელს, ლიტვის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვირგილიუს ნორეიკამ გრიგორიანი მიიწვია ვილნიუსში სამუშაოდ. იქ გრიგორიანი მუშაობდა ცნობილ დირიჟორთან იონას ალექსთან. იგი მღეროდა ოპერებში: „ევგენი ონეგინი“, „დონ კარლოსი“, „ბორის გოდუნოვი“, „ტრავიატა“, „მადამ პეპელა“, „რიგოლეტო“ და მრავალი სხვა.
1989 წლიდან, ვალერი გერგიევის მიწვევით, იგი შეუერთდა კიროვის ოპერას (შემდეგ მარიინსკის თეატრი), როგორც მთავარი მომღერალი.
აქ გრიგორიანს დიდი წარმატება ხვდა წილად. იმ წლებში მარიინსკის თეატრმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. გეღამ გრიგორიანმა დიდი წვლილი შეიტანა სოლისტების კომპანიის ჩამოყალიბებაში, მთავარი დირიჟორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ვალერი გერგიევის ხელმძღვანელობით.
1990 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო და გრიგორიანს შესაძლებლობა ჰქონდა უცხო ქვეყნებში ლეგალურად გამგზავრებულიყო.
ჯილდოები და პრიზები
რედაქტირება- ლიტვის დამსახურებული არტისტი (1982)
- სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1985)
- მოვსეს ჰორენაცის მედალის მფლობელი (2006)
- პირველი ხარისხის მედლის მფლობელი თავისი ქვეყნისთვის გაწეული მომსახურებისთვის (2011)
- 1982 - ჩაიკოვსკის კონკურსის ლაურეატი
- 1975 - გლინკას კონკურსის გამარჯვებული
- 1972 - კავკასიის მუსიკოსების კონკურსის გამარჯვებული
- 1970 - სპენდიარიანის კონკურსის გამარჯვებული
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.telegraph.co.uk/obituaries/2016/03/30/gegam-grigorian-opera-singer---obituary/
- https://www.musicalamerica.com/firewall.cfm?request=%2Fnews%2Fnewsstory%2Ecfm%3Fstoryid%3D35922%26categoryid%3D2%26archived%3D0&en=0
- http://www.operanews.ru/16032802.html
- https://www.youtube.com/watch?v=mw3XtMXbkjE
- LA FORZA DEL DESTINO, ვერდი: გეგამ გრიგორიანი დონ ალვაროს როლში