გერტრუდ პეჩი
გერტრუდ პეჩი (გერმ. Gertrud Pätsch; დ. 22 იანვარი, 1910, აინბეკი, ჰანოვერის პროვინცია — გ. 1994, იენა) — გერმანელი ეთნოლოგი და ფილოლოგი, ქართველოლოგი.
გერტრუდ პეჩი | |
---|---|
გერმ. Gertrud Pätsch | |
![]() მარცხნიდან: ლევან მენაბდე, გერტრუდ პეჩი და ნელი ამაშუკელი | |
დაბ. თარიღი | 22 იანვარი, 1910[1] [2] |
დაბ. ადგილი | აინბეკი |
გარდ. თარიღი | 14 დეკემბერი, 1994[2] (84 წლის) |
გარდ. ადგილი | იენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
მუშაობის ადგილი | იენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Julius Pätsch |
დაამთავრა ქალთა ლიცეუმი. 1929 წელს მიუნსტერის უნივერსიტეტში სწავლობდა აღმოსავლურ ენებს. 1937 წელს დაიცვა დისერტაცია ძველი ქართული ზმნის შესახებ. მოღვაწეობდა ბერლინის და იენის უნივერსიტეტებში. პეჩი ავტორია გამოკვლევებისა ძველი ქართული ზმნის სტრუქტურის, ქართული ნასესხებ ფუძეთა და სიტყვის აღნაგობის შესახებ, იკვლევდა ქართული ლიტერატურის, კერძოდ რუსთველოლოგიის საკითხებს. ქართულიდან გერმანულზე თარგმნა „ქართლის ცხოვრება“, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქავთარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 53.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #139541772 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.