გერმანე კილასონია
გერმანე კილასონია (დ. 17 აგვისტო, 1913, ფოთი — გ. 8 ოქტომბერი, 1969, განთიადი) — ქართველი სამხედრო პირი, მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი (1945).
ბიოგრაფია
რედაქტირება1934-1934 წლებში მუშაობდა საქართველოს კომკავშირის სამტრედიის რაიკომში. 1937 წელს დაამთავრა ოდესის საფრენოსნო სკოლა 1937 წელს. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1942 წელს დაინიშნა ესკადრელიის მეთაურად, იბრძოდა ვორონეჟის ფრონტზე. შემდეგ მონაწილეობდა უკრაინის და კიევის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. განახორციელა 160 საბრძოლო გაფრენა. პირადად მოსპო 30 საველე და საზენიტო არტილერიის ქვემეხი, 5 ნაღმტყორნი, 5 ვაგონი, 73 ავტომანქანა. 1951-1955 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 514.