აფხაზეთის ასსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭო
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის III მოწვევის უმაღლესი საბჭო — აფხაზეთის ასსრ-ის მესამე მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1951-1955 წლებში.
ისტორია
რედაქტირება1951-1955 წლების განმავლობაში სულ ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხუთი სესია.
მმართველი რგოლი
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — ივანე ნიკოლოზის ძე ტუსკაძე
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ვლადიმერ ახლოს ძე გოგოხია.
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — თამარ ათანასეს ასული ოდიშარია.
აფხაზეთის ასსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — ა. ჭოჭუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ანტონ მერაბის ძე ჯახია;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ფიქრი რემზის ასული ხიბბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: შოთა დიმიტრის ძე გეთია, დიმიტრი იოსების ძე გულია, ვლადიმერ ანდრიას ძე ვეკუა, აკაკი ივანეს ძე მგელაძე, აკაკი კონსტანტინეს ძე ქვარცხავა, ეკატერინე პეტრეს ასული ტერიოშკინა და გრიგოლ დავითის ძე ფილია[1].
სესიები
რედაქტირებაI სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1951 წლის 27-28 აპრილს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.
პირველი (27 აპრილს დღის) სხდომა 13:00 საათზე გაიმართა. გ. ჭანტურიას წინადადებით სესია გახსნა აფხაზეთის ერთ-ერთმა უხუცესმა დეპუტატმა იაკობ ნიკოლოზის ძე ლომიამ.
დეპუტატ ი. ლომიას სიტყვის შემდეგ უმაღლესი საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნებს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დეპუტატი ივანე ნიკოლოზის ძე ტუსკაძე, თავმჯდომარის მოადგილეებად — დეპუტატები ვლადიმერ ახლოს ძე გოგოხია და თამარ ათანასეს ასული ოდიშარია.
უმაღლესმა საბჭომ მიიღო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგი რეგლამენტი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომები იწარმოება 27 აპრილის დღის 1 საათიდან ნაშუადღევის 4 საათამდე, საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე, ხოლო 28 აპრილს დილის 11 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე და საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე;
- მომხსენებლებს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიის დღის წესრიგის საკითხებზე ამტკიცებს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ყოველ ჯგუფს, რომელიც ითვლის არანაკლებ 15 კაცს, შეუძლია წამოაყენოს თავისი მომხსენებელი;
- მომხსენებლებს მოხსენებისათვის ეძლევათ 1 საათი და საბოლოო სიტყვისათვის — 20 წუთი, თანამომხსენებლებს თანამოხსენებისათვის — 20 წუთი, საბოლოო სიტყვისათვის — 10 წუთი.
- ორატორებს სიტყვისათვის ეძლევათ პირველად 15 წუთი და მეორედ — 5 წუთი.
- პირადი განცხადებები და ფაქტობრივი ცნობები შეაქვთ წერილობითი სახით და ქვეყნდება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დაუყოვნებლივ, ან სხდომის ბოლოს, მათი შინაარსის მიხედვით;
- რიგგარეშე შეკითხვები შეაქვთ წერილობითი სახით და ქვეყნდება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დაუყოვნებლივ;
- წესრიგის შესახებ სიტყვისათვის ეძლევათ 5 წუთი;
- ხმის მიცემის მოტივებისათვის ეძლევათ სამი წუთი.
დეპუტატმა ვ. ძაძამიამ შეიტანა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიის დღის წესრიგის შესახებ.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის 1951 წლის ბიუჯეტის და აფხაზეთის ასსრ-ის 1950 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცება;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმის ბრძანებულებათა დამტკიცება;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის — აფხაზზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებების შესამოწმებლად აირჩა სამანდატო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- სამანდატო კომისიის თავმჯდომარე — ვლადიმერ ომარის ძე მარღანია;
- სამანდატო კომისიის წევრები: ხუხუტ სოლომონის ძე ბღაჟბა, ეფრემ კონსტანტინეს ძე გეთია, ჩოქოლი ნოჩის ძე ქვაჩახია, გერმანე კილასონია, დოროტე კონსტანტინეს ძე ჩერქეზია და ქსენია ნიკოლოზის ასული ჩიქოვანი.
შემდეგ, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა მუდმივი კომისიების არჩევის საკითხის განხილვაზე.
დეპუტატ ს. ჭელიძის წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ აირჩია საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია 7 კაცის ოდენობით:
- კომისიის თავმჯდომარე ილარიონ კადირის ძე კაკალია;
- კომისიის წევრები: ალექსანდრე თეიმურაზის ძე აბლოთია, ალექსანდრა მატეს ასული არგუნი, პლატონ კინტირიას ძე ნაყოფია, პროკოფი კონსტანტინეს ძე რატიანი, დავით გიორგის ძე ძიაპშიფა და ნიკოლოზ გიორგის ძე სტროევონსი.
დეპუტატ დ. ძიაპშიფას წინადადებით აფხაეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ აირჩია საბიუჯეტო კომისია 9 კაცის შემადგენლობით:
- კომისიის თავჯფომარე გივი ნოეს ე ჭანტურია;
- კომისიის წევრები: პელანგია დავითის ასული ბენდელიანი, რუშნი მიხეილის ძე გადლია, სოფიო ერმილეს ასული თოდრია, ვარლამ მელიტონის ძე ძაძამია, ეკატერინე სტეფანეს ასული საჯაია, შოთა გუდვოს ძე ციკოლია, როსტომ კონსტანტინეს ძე წულუკიძე, ნიკოლოზ ბესარიონის ძე ჩხოტუა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთ მინისტრის დეპუტატ ს. მათითაშვილის მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის 1951 წლის ბიუჯეტის და აფხაზეთის ასსრ-ის 1950 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
სამანდატო კომისიის არჩევის შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის პირველი სხდომა დაიხურა[2].
მეორე (27 აპრილს საღამოს) სხდომა 8 საათზე დაიწყო. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარის დეპუტატ ვ. მარღანიას მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს 104 საარჩევნო ოლქიდან დეპუტატების რწმუნებათა შემოწმების შედეგების შესახებ:
„აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიამ შეამოწმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თითოეულ დეპუტატზე წარმოდგენილი ყველა საარჩევნო დოკუმენტი და მასალა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და დაასკვნა: 1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების არჩევნები ყველა 104 საარჩევნო ოლქში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციისა და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების საფუძველზე და მათი სრული შესაბამისობით; 2. არავითარი საფუძველი არჩევნების გაუქმებისათვის რომელიმე საარჩევნო ოლქში, აგრეთვე არავითარი საჩივარი და განცხადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნებში კონსტიტუციის ან არჩევნების დებულების დარღვევაზე არც საარჩევნო ოლქებში და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ მოიპოვება. ამის გამო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისია სცნობს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ყველა დეპუტატის უფლებამოსილების სისწორეს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ და რომელთა სიაც გამოქვეყნდა გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ 1951 წლის 23 თებერვლის №38-ში“.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დეპუტატ გ. კვირტაიას წინადადებით სამანდატო კომისიის მოხსენების გამო მიიღო შემდეგი დადგენილება: „მოისმინა რა სამანდატო კომისიის მოხსენება, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს საანდატო კომისიის მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების სწორად ცნობის შესახებ, რომლებიც არჩეულნი არიან ყველა 104 საარჩევნო ოლქში და რეგისტრირებული არიან აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ; 2. ჩაითვალოს დამთავრებულად აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის მუშაობა“.
შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის დეპუტატ გ. ჭანტურიას თანამოხსენება.
საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენების შემდეგ დაიწყო კამათი აფხაზეთის ასსრ-ის 1951 წლის ბიუჯეტის და აფხაზეთის ასსრ-ის 1950 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების გამო. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ვ. ვეკუა, ვ. ძაძამია, შ. გოგოხია, შ. ციკოლია, ს. სიგუა და ჩ. ქვაჩახია.
ამით დაიხურა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის მეორე სხდომა[1].
მესამე (28 აპრილს დილის) სხდომა 11 საათზე დაიწყო. უმაღლესმა საბჭომ გააგრძელა კამათი აფხაზეთის ასსრ-ის 1951 წლის ბიუჯეტის და აფხაზეთის ასსრ-ის 1950 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების გამო. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: გ. ცინცაბაძე, ფ. ხიბბა, რ. წულუკიძე, ე. გეთია, კ. ჩიქოვანი, ა. ქურდიანი, ი. გაბისონია, დ. ჩერქეზია, ნ. ლაშხია და გ. კილასონია. კამათის დამთავრების შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის დეპუტატ ს. მათითაშვილის საბოლოო სიტყვა.
დეპუტატ შ. ციკოლიას წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო იღებს ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ წესს: აფხაზეთის ასსრ-ის 1951 წლის ბიუჯეტს კენჭი ეყაროს შემოსავლისა და გასავლის ნაწილების მიხედვით, ხოლო კანონს აფხაზეთის ასსრ-ის ბიუჯეტის შესახებ კენჭი ეყაროს მთლიანად.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის 1951 წლის ბიუჯეტის და აფხაზეთის ასსრ-ის 1950 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. ასევე ერთხმად დამტკიცდა „აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1951 წლის ბიუჯეტის კანონი“.
შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შექმნის საკითხის განხილვაზე. დეპუტატ ა. აბლოთიას წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო დადგენილება, სადაც მოიწონა აფხაზეთის ასსრ-ის მინსტრთა საბჭოს მუშაობა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს მ. დელბას დაავალა წარედგინა უმაღლესი საბჭოსათვის აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს ახალი შემადგენლობა.
ამით დამთავრდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის მესამე სხდომა[1].
მეოთხე (28 აპრილს საღამოს) სხდომა 8 საათზე დაიწყო. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ბრძანებულებების დამტკიცებას. ამ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა დეპუტატი მ. ხაშბა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემდეგ ბრძანებულებანი:
- 1950 წლის 7 აგვისტოს — აფხაზეთის ასსრ-ის ტექნიკურ კულტურათა სამინისტროს შექმნის შესახებ;
- 1950 წლის 9 ოქტომბრის — აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების სასოფლო და სადაბო საბჭოების არჩევნების საარჩევნო ნორმების შესახებ;
- 1951 წლის 26 აპრილის — აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო დროშის შესახებ და შეიტანა ცვლილებები აფხაზეთის ასსრ-ის კოსტიტუციის 44, 108 და 112 მუხლებში.
შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია ა. კ. მარკელია.
შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევაზე. დეპუტატ ე. გეთიას წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ აირჩია პრეზიდიუმის შემდეგი შემადგენლობა: აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — ა. ჭოჭუა; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ანტონ მერაბის ძე ჯახია; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ფიქრი რემზის ასული ხიბბა; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: შოთა დიმიტრის ძე გეთია, დიმიტრი იოსების ძე გულია, ვლადიმერ ანდრიას ძე ვეკუა, აკაკი ივანეს ძე მგელაძე, აკაკი კონსტანტინეს ძე ქვარცხავა, ეკატერინე პეტრეს ასული ტერიოშკინა და გრიგოლ დავითის ძე ფილია.
შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა კაბინეტის შექმნის საკითხის განხილვაზე. სიტყვით გამოვიდა დეპუტატი მ. დელბა. რის შემდეგაც აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე — მიხეილ კონსტანტინეს ძე დელბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე — იასონ იაკობის ძე ზარანდია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და განათლების მინისტრი — სერგო ნოეს ძე სიგუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე — ნიკოლოზ ბაგრატის ძე კემულარია;
- ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი — იონა კონსტანტინეს ძე გაბისონია;
- ვაჭრობის მინისტრი — მამანტი ისიდორეს ძე ბებია;
- იუსტიციის მინისტრი — შალიკო ედგის ძე ლასურია;
- სახელმწიფო უშიშროების მინისტრი — შალვა იონას ძე კუჭავა;
- სოფლის მეურნეობის მინისტრი — ნექტარ დავითის ძე ლაშხია;
- სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი — დიმიტრი ანდრიას ძე ხვარცკია;
- ტექნიკურ კულტურათა მინისტრი — გიორგი ივანეს ძე ბერულავა;
- ფინანსთა მინისტრი — სევერიან ყაისარის ძე მათითაშვილი;
- შინაგან საქმეთა მინისტრი — შალვა ილარიონის ძე ბოკუჩავა;
- ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი — შოთა დორიმენდონის ძე გოგოხია;
- ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი — აკაკი ნიკოლოზის ძე ქურდიანი;
- კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმეთა სამმართველოს უფროსი — ვენერა კონსტანტინეს ასული ხუბულავა.
სესიის დღის წესრიგი ამოიწურა. სხდომის თავმჯდომარემ — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დეპუტატმა ი. ტუსკაძემ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სესია დახურულად გამოაცხადა[1].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაII სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1952 წლის 25-26 აპრილს ქალაქ სოხუმში საქალაქო თეატრის შენობაში.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაIII სესია
რედაქტირებაპრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაIV სესია
რედაქტირებაპრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაV სესია
რედაქტირებაპრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომები. (მე-3 მოწვევის 1-ლი სესია). 1951 წ. 27 აპრილი : სტენოგრაფიული ანგარიში. - [სოხუმი] : აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გა-მა, 1951.
- Стенографический отчет [Текст] / Заседания Верховного Совета Абхаз. АССР (вторая сессия) 25-26 апр. 1952 г. - Сухуми : [б. и.], 1952.