გეორგ ტრაკლი
გეორგ ტრაკლი[18] (გერმ. Georg Trakl; დ. 3 თებერვალი 1887, ზალცბურგი — გ. 3 ნოემბერი 1914, კრაკოვი) — ავსტრიელი პოეტი.
გეორგ ტრაკლი | |
---|---|
გერმ. Georg Trakl | |
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1887[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბადების ადგილი | ზალცბურგი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[15] [12] |
გარდაცვალების თარიღი | 3 ნოემბერი, 1914[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [11] [12] [13] [14] (27 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კრაკოვი |
დასაფლავებულია | მიულაუს მთავარი სასაფლაო[16] |
საქმიანობა | პოეტი[13] [14] , მწერალი და ფარმაცევტი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | ავსტრია-უნგრეთის იმპერია[17] |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი და Akademisches Gymnasium Salzburg |
ჟანრი | პოეზია და პიესა |
Magnum opus | Grodek |
ხელმოწერა | |
საიტი | georgtrakl.de |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგეორგ ტრაკლი დაიბადა და ცხოვრების პირველი 18 წელი გაატარა ზალცბურგში. სწავლობდა კათოლიკურ დაწყებით სკოლაში (თუმცა კი მისი მშობლები პროტესტანტები იყვნენ). ზალცბურგის გიმნაზიაში სწავლობდა ლათინურს, ძველ ბერძნულს, მათემატიკას. 17 წლისამ დაიწყო ლექსების წერა.
პოეტს გიმნაზია არ დაუმთავრებია, ისე იმუშავა სამი წელი აფთიაქში. ამ პერიოდში ის დრამატურგიას მიმართავს, მაგრამ მის პიესებს „მოხსენიების დღე“ და „ფატა მორგანა“, რომლებიც ქალაქის თეატრში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლიათ.
1908 წელს ტრაკლი საცხოვრებლად ვენაში გადავიდა, უნივერსიტეტში ფარმაკოლოგიის შესასწავლად, მაგრამ გაცილებით მეტ ყურადღებას პოეზიას უთმობდა. იგი დაუახლოვდა ვენის პოეტურ და მხატვრულ ბოჰემას და პირველად შეძლო თავისი ლექსების გამოქვეყნება.
უნივერსიტეტის დამთავრება დაემთხვა მამის გარდაცვალებას შესახებ შეტყობინების მიღებას, რის შემდეგაც ტრაკლი არმიის რიგებში განწესდა. ერთი წლის შემდეგ იგი დაბრუნდა ზალცბურგში და კვლავ აფთიაქში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მიღებული იქნა ინსბრუკის საგარნიზონო ჰოსპიტალის აფთიაქთან არსებული სამხედრო პროვიზორის თანამდებობაზე. ზალცბურგის პოეტურ წრეებში მან აღიარება მოიპოვა, მისი ლექსები დაიბეჭდა ავტორიტეტულ ჟურნალში Der brenner, 1913 წელს კი გამოიცა მისი პირველი კრებული სათაურით „ლექსები“ (გერ. Gedichte). ტრაკლს მფარველობდა ფილოსოფოსი და მეცენატი ლუდვიგ ვიტგენშტაინი, რომელმაც დააარსა სტიპენდია მატერიალურად შევიწროებული პოეტებისათვის. ამავდროულად პოეტის ცხოვრება ინსბრუკში ბოჰემური იყო - პოეტი მიეჩვია კოკაინსა და ალკოჰოლს.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ტრაკლი მობილიზებული იქნა ავსტრო-უნგრეთის არმიაში, მსახურობდა გალიციაში, საველე ჰოსპიტალში. ის ვერ ართმევდა თავს დაჭრილების მოვლას, შეპყრობილი იყო დეპრესიით, ჰქონდა სუიციდის ცდები. იგი გადაიყვანეს კრაკოვში, სადაც ჰოსპიტალიზირებული იქნა. 1914 წლის სამ ნოემბერს ტრაკლმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე საავადმყოფოს პალატაში კოკაინის სასიკვდილო დოზის მიღებით.
გამოსახულია 1989 წლის ავსტრიულ საფოსტო მარკაზე.
შემოქმედება
რედაქტირებატრაკლის პოეტურმა მემკვიდრეობამ, მიუხედავად მცირე მოცულობისა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გერმანულენოვანი პოეზიის განვითარებაზე. ტრაგიკული მსოფლშეგრძნება, რომლითაც გამსჭვალულია მისი შემოქმედება, ხატების სიმბოლური სირთულე, ემოციური დატვირთულობა და ლექსის სუგგესტიური ძალა, მიმართულობა სიკვდილის, დაშლისა და დეგრადაციის თემებისადმი, უფლებას გვაძლევენ ტრაკლი ექსპრესიონისტებს მივაკუთვნოთ, თუმცა კი იგი ფორმალურად არცერთ დაჯგუფებას არ ეკუთვნოდა. თვით პოეტი ასე აღწერდა თავის სტილს: „გამოსახვის ჩემი მანერა, რომელშიაც ერთ შთაბეჭდილებად მიედინება ოთხი სხვადასხვა ხატი, ოთხ სტრიქონში შერწყმული“.
გეორგ ტრაკლი ევროპულ კულტურაში
რედაქტირება- ფრანგმა რეჟისორმა ფ. ჟ. ოსანგმა გეორგ თრქლის ლექსები ჩართო თავის ავანგარდისტულ ფილმში „დოქტორი შანსი“. ოსანგი იყენებს ლექსების პირქუშ პათოსს, რათა შექმნას მელანქოლიურობისა და სასოწარკვეთის განწყობილება.
- „სებასტიანის სიზმარი ანუ წმინდა ღამე“ - კომპოზიტორ დავიდ ტუხმანოვის მუსიკალური ციკლი, ტრაკლის ლექსებზე.
- გეორგ ტრაკლის ლექსთან An den Knaben Elis („ბიჭუნა ელისს“) დაკავშირებულია ლიხტენშტაინის გოთ-მეტალ (ინგლ. Gothic metal, Goth metal) ჯგუფის Elis-ის სახელი. ამავე ჯგუფმა დაწერა მუსიკა ტრაკლის რამდენიმე ლექსზე.
- «Georg Trakl» - ელექტრონული მუსიკის ბერლინის სკოლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის კლაუს შულცეს კომპოზიცია, რომელიც შევიდა ალბომში „X” (1978).
- «Georg: A Requiem» - გერმანული გოთ-როკ ჯგუფის ALSO (1992) ალბომი, რომელიც მთლიანად ეძღვნება პოეტის შემოქმედებასა და მის ტრაგიკულ ბიოგრაფიას.
თარგმანები ქართულ ენაზე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 IMSLP — 2006.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 9.0 9.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ 11.0 11.1 Salzburgwiki
- ↑ 12.0 12.1 12.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118623575 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
- ↑ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 339.