გეორგ ზიმონ ომი (დ. 15 მარტი, 1789, ერლანგენი, გერმანია — გ. 6 ივლისი, 1854, მიუნხენი, გერმანია) — გერმანელი ფიზიკოსი.

გეორგ ზიმონ ომი
გერმ. Georg Simon Ohm
დაბ. თარიღი 16 მარტი, 1789(1789-03-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ერლანგენი[6]
გარდ. თარიღი 6 ივლისი, 1854(1854-07-06)[2] [4] [5] [6] [7] (65 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი[6]
დასაფლავებულია სამხრეთის ძველი სასაფლაო
მოქალაქეობა ბავარიის სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი[8] , მათემატიკოსი[8] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და Dreikönigsgymnasium
ალმა-მატერი ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი
მეუღლე
ჯილდოები კოპლის მედალი[9] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[10] და honorary citizen of Nuremberg

ბიოგრაფია

რედაქტირება

მეცნიერების ისტორიაში შევიდა, როგორც ავტორი ელექტრული წრედის ძირითადი კანონისა, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა წრედის ელექტრომამოძრავებელი ძალა და დენის ძალა. ამპერი თავის ნაშრომებში ახლოს იყო ამ კანონის აღმოჩენასთან, მაგრამ ვერ შეძლო მისი ფორმულირება. ომმა თავისი კანონი, რომელმაც შემდგომ მისი სახელი მიიღო, 1827 წელს წარმოადგინა მათემეტიკური ფორმულის სახით: I =U / R დენის ძალა I წრედის უბანზე პირდაპირპროპორციულია ამ უბნის ბოლოებზე არსებული ძაბვისა U და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა R.

გამტარის წინაღობის დამოკიდებულება მის ზომებსა და ნივთიერების გვარობაზე პირველად ექსპერიმენტულად შეისწავლა გეორგ ომმა. დენის წყაროდ ომმა გამოიყენა თავის გამოკვლევებში თერმოწყვილი – თერმოელემენტი, რომელიც ორი გამტარისაგან შედგებოდა: სპილენძისა და ბისმუტისგან. მათი შეხების ადგილებიდან ერთი ადუღებულ წყალში ჩაუშვა, მეორე – ყინულში. ასეთი ელემენტი მუდმივ და თანაბარ დენს აძლევდა. ეს ელემენტი ჩართო წრედში და გამოიკვლია დენის გავლა, როგორც სხვადასხვა განივკვეთისა და სიგრძის ამავე გამტარებში, ისე სხვა მეტალების გამტარებშიც. მან დაადგინა, რომ წინაღობა პირდაპირპროპორციულია სადენის სიგრძისა, უკუპროპორციულია მისი განივკვეთის ფართობისა და დამოკიდებულია ნივთიერების გვარობაზე: R = q . l / s, სადაც q ნივთიერების კუთრი წინაღობაა, l გამტარის სიგრძე, ხოლო s განივკვეთის ფართობი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 www.accademiadellescienze.it
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118736116 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  10. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 265.