დენის ძალა
დენის ძალა (აღნიშვნა: ) — ელექტრული დენის სკალარული მახასიათებელი. დენის ძალა არის სიდიდე, რომელიც ტოლია დროის ერთეულში () გამტარის განიკვეთში გასული მუხტისა ().
დენის ძალა | |
---|---|
სიმბოლოს აღნიშვნა | |
SI სისტემა | ამპერი (ა) |
სხვა სიდიდეებიდან წარმოება |
|
განზომილება |
დენის ძალა სკალარული სიდიდეა, იგი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ნიშანი დამოკიდებულია იმაზე, ემთხვევა თუ არა დადებიტი ნაწილაკების მოძრაობის მიმართულება ერთხელ არჩეულ მიმართულებას. დენის ძალას, როგორც სკალარულ სიდიდეს, მიმართულება არ გააჩნია. დენის მიმართულება განისაზღვრება დენის სიმკვრივის ვექტორით.
SI სისტემაში დენის ძალის ერთეულია ამპერი, რომელიც ამ სისტემის ძირითადი ერთეულია. წარმოებულ ერთეულებში 1 ამპერი (ა) = 1 კ/წმ.
დენის ძალის გასაზომ ხელსაწყოს ამპერმეტრი ჰქვია.
ცვლადი დენის შემთხვევაში განასხვავებენ მყისიერ დენის ძალას, პიკურ დენის ძალას და ეფექტურ დენის ძალას (ეს უკანასკნელი ტოლია ისეთი მუდმივი დენის ძალისა, რომელიც იგივე სიმძლავრეს გამოყოფს).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 471.