გეორგ ზიმელი

გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი

გეორგ ზიმელი (გერმ. Georg Simmel, დ. 1 მარტი, 1858, ბერლინი — გ. 26 სექტემბერი, 1918, სტრასბურგი) — გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, გვიანი „ცხოვრების ფილოსოფიის“ ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. უმეტესწილად კულტურის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის პრობლემებზე მუშაობდა.

გეორგ ზიმელი
გერმ. Georg Simmel
დაბ. თარიღი 1 მარტი, 1858(1858-03-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ბერლინი[1]
გარდ. თარიღი 26 სექტემბერი, 1918(1918-09-26)[2] [4] [6] (60 წლის)
გარდ. ადგილი სტრასბური
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი[1] [7] , სოციოლოგი[1] [7] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ერიხ როტჰაკერი და კარლ მანჰაიმი
შვილ(ებ)ი ჰანს ზიმელი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ზიმელი გერმანელ სოციოლოგთა ერთ-ერთი პირველი თაობა იყო: მისმა ნეო-კანტიანურმა მიდგომამ საფუძველი ჩაუყარა სოციოლოგიურ ანტიპოზიტივიზმს, რომელიც სვამს კითხვას „რა არის საზოგადოება ?“ პირდაპირი ქარაგმით კანტის კითხვაზე „რა არის ბუნება ?“[8] სოციალური ინდივიდუალურობისა და ფრაგმენტაციის ნოვატორული ანალიზის წარმოდგენით. ზიმელისთვის კულტურას მიეწერება „ინდივიდების კულტივირება გარე ფორმების აგენტების მეშვეობით, რომლებიც ობიექტირებულიქნენ ისტორიის მსვლელობის კვალ.[8] ზიმელმა სოციალური და კულტურული ფენომენები განიხილა „ფორმებისა“ და „არსის“ ტერმინებში გარდამავლი ურთიერთობით. ამ მხრივ, სტრუქტურიალისტური სტილით მსჯელობაში ის იყო წინამორბედი სოციალურ მეცნიერებებში. თავის ნაშრომში დედაქალაქის შესახებ, ზიმელი იყო ქალაქის სოციოლოგიის, სიმბოლური ინტერაქციონიზმისა და სოციალური ქსელის ანალიზის წინამორბედი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზიმელი დაიბადა ბერლინში, პრუსიის სამეფოში, შვიდი დედმამიშვილიდან ის ყველაზე პატარა იყო. მისმა მამამ შოკოლადის წარმატებული ფაბრიკა დააარსა და 1874 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვანი ქონებაც დაუტოვა შვილებს.[9] ამის შემდეგ, საერთაშორისო გამომცემლობითი მუსიკალური სახლის დამაარსებელმა, იულიუს ფრიდლენდერმა ზიმელი იშვილა და უზრუნველყო ის საკმარისი ქონებით, რათა ის მეცნიერი გამხდარიყო.[10] მისი რელიგიური შეხედულებები რთული იყო, მაგრამ მისაღები გერმანულ აკადემიაში მისი მარგინალური სტატუსიდან გამომდინარე. ის დაიბადა წარმატებულ ებრაულ ბიზნესურ ოჯახში, მაგრამ მისი მამა კათოლიკი გახდა. მისი დედის ოჯახიც წარმოშობით ებრაული იყო, თუმცა დედამისი ლუთერანი იყო. თვითონ გეორგ ზიმელი კი ბავშვობაში მონათლეს, როგორც პროტესტანტი.[11] 1890 წელს ის გერტრუდ კინელზე დაქორწინდა. ისინი უდარდელ და ბურჟუაზიულ ცხოვრებას ეწეოდნენ, მათი სახლი კულტურული თავშეყრის ადგილი ხდებოდა სალონის ტრადიციებში. მათ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ, ჰანს ოიგენი.

გეორგ ზიმელმა ბერლინის უნივერსიტეტში შეისწავლა საგანთა ფართო წრე, თუმცა დისერტაციის დაცვის პირველ მცდელობაზე უარი ეთქვა. ერთ-ერთმა მისმა პროფესორმა აღნიშნა: „ჩვენ დიდ სამსახურს გავუწევთ მას, თუ არ შევუწყობთ ხელს ამ მიმართულებით მის მომავალ განვითარებას“. მიუხედავად ამისა, ზიმელი განაგრძობდა შეუპოვრად მუშაობას და 1881 წელს ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიიღო. იგი უნივერსიტეტში 1914 წლამდე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 1885 წლიდან 1900 წლამდე ეჭირა პრივატდოცენტის საკმაოდ უმნიშვნელო თანამდებობა. შემდგომში ზიმელი მუშაობდა ლექტორად ანაზღაურების გარეშე და მისი საარსებო წყარო დამოკიდებული იყო სტუდენტთა გადასახადებზე. მარგინალობის მიუხედავად, ზიმელმა საკმაოდ ბევრს მიაღწია ამ თანამდებობაზე, მეტწილად იმიტომ, რომ იგი იყო ბრწყინვალე ლექტორი და იზიდავდა (ფასიან) სტუდენტთა დიდ რაოდენობას. მისი სტილი იმდენად პოპულარული იყო, რომ ბერლინის საზოგადოების კულტურული წევრებიც კი იყვნენ ჩართული მის ლექციებში, ზიმელის ლექციები საზოგადოებრივ მოვლენად იქცა. ის კარგად იყო ცნობილი გერმანულ აკადემიურ წრეებში და საერთაშორისო მხარდაჭერაც გააჩნდა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, სადაც მისი ნაშრომი გახდა უდიდესი მნიშვნელობის მქონე სოციოლოგიის დაბადებისთვის. და ბოლოს, 1900 წელს, ზიმელმა ოფიციალური აღიარება მოიპოვა - საკმაოდ საპატიო წოდება ბერლინის უნივერსიტეტში, რომელმაც არ მისცა მას სრული აკადემიური სტატუსი. ზიმელს სურდა მიეღო

სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, მიუხედავად ისეთი მეცნიერების მხარდაჭერისა, როგორებიც იყვნენ მაქს ვებერი და ჰენრიხ რიკერტი.

ზიმელის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იგი იყო ებრაელი მეცხრამეტე საუკუნის გერმანიაში, სადაც მომძლავრებული იყო ანტისემიტიზმი. ზიმელის შესახებ მოხსენებაში, რომელიც გაეგზავნა განათლების მინისტრს, იგი დახასიათებული იყო როგორც „სულით და ხორცით ებრაელი, როგორც თავისი გარეგნობით, ისე თავისი ქცევითა და აზროვნების წესით“. სხვა მიზეზი იყო საქმიანობა, რომელსაც ის ეწეოდა. მისი სტატიების უმეტესობა იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში; ისინი იწერებოდა უფრო ზოგადი აუდიტორიისთვის და არა მარტო მეცნიერი სოციოლოგებისათვის. ამასთან, ვინაიდან მას არ ეკავა რაიმე აკადემიური თანამდებობა, იგი იძულებული იყო ეცხოვრა საჯარო ლექციების ხარჯზე. ზიმელის აუდიტორია, როგორც მისი ნაშრომების, ისე ლექციების, უფრო ინტელექტუალური პუბლიკისგან შედგებოდა, ვიდრე პროფესიონალი სოციოლოგებისაგან, რის გამოც ხშირი იყო ირონიზირება კოლეგა პროფესიონალების მხრიდან. ზიმელის პირადი წარუმატებლობა შეიძლება აგრეთვე დაკავშირებული იყოს იმ დაბალ შეფასებასთან, რომელსაც იმ დროინდელი

გერმანელი მეცნიერები აძლევდნენ სოციოლოგიას.[12]

1901 წლიდან შტატგარეშე პროფესორი, 1914 წლიდან კი შტატში შემავალი თანამშრომელი პროვინციულ სტრასბურგის უნივერსიტეტში , სადაც იზოლირებული აღმოჩნდა ბერლინის მეცნიერული წრისგანს. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტმა მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება. ომის დამთავრებამნდე რამდენიმე ხნით ადრე ზიმელი ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა სტრასბურგში.

ფილოსოფიური იდეები

რედაქტირება

როგორც ფილოსოფოსს ზიმელს ჩვეულებრივ „ცხოვრების ფილოსოფიის“ აკადემიურ შტოს მიაკუთვნებენ, მის ნაშრომებში ასევე ნეოკანტიანობის ელემენტებიც არის (მისი დისერტაცია კანტს ეძღვნებოდა). ისტორიის ფილოსოფიისა და ეთიკის ავტორი ბოლო დროს ესთეთიკის და კულტურის ფილოსოფიის შრომებზე მუშაობდა. სოციოლოგიაში ზიმელი სოციალური ურთიერთობის თეორიის შემქმნელია. ზიმელს კონფლიქტოლოგიის დამაარსებლადაც თვლიან (იხ. აგრეთვე სოციალური კონფლიქტის თეორია).

ზიმელის მიხედვით ცხოვრება არის განცდების დინება, მაგრამ თვითონ ეს განცდები კულტურულ-ისტორიულად არიან განპირობებულნი. როგორც უწყვეტი შემოქმედებითი პროცესის ქმნადობა, ცხოვრება არ ექვემდებარება რაციონალურ-მექანიკურ შემეცნებას. მხოლოდ ისტორიული მოვლენების პირდაპირი განცდით, მრავალგვარი ინდივიდუალური ფორმის ცხოვრების რეალიზაციით კულტურაში და ამ წარსულის განცდის საფუძველზე ინტერპრეტაციით შესაძლებელია ცხოვრების არსის ჩაწვდომა. ზიმელის მიხედვით ისტორიული პროცესი, ექვემდებარება „ბედს“, განხსვავებით ბუნებისგან, რომელშიც ბატონობს მიზეზობრივი კანონი. ჰუმანიტარული საგნის სპეციფიკის ამ მხრივი გაგებით ზიმელი ახლოს არის დილთეის მიერ წამოწეულ მეთოდოლოგიურ პრინციპებთან.

ფორმალური სოციოლოგია

რედაქტირება

სუფთა (ფორმალური) სოციოლოგია შეისწავლის განსაზოგადოების ფორმებს, შედარებით მდგრად და ადამიანთა შორის განმეორებად ურთიერთობის ფორმებს, რომლებიც ყველა ისტორიულად ცნობილ საზოგადოებებში გვხვდება. სოციალური ცხოვრების ფორმები - ესენია ბატონობა, დამორჩილება, მოწინააღმდეგეობა, შრომის დანაწილება, პარტიების შექმნა, სოლიდარობა და ა.შ. ყველა ეს ფორმები კვლავწარმოებენ და ივსებიან შესაბამისი შინაარსით სხვადასხვა სახის ჯგუფებში და სოციალურ ორგანიზაციებში, როგორებიც არიან სახელმწიფო, რელიგიური საზოგადოება, ოჯახი, ეკონიმიკური გაერთიანება და ა.შ. ზიმელი თვლიდა, რომ სუფთა ფორმალურ მცნებებს შეზღუდული ღირებულება აქვთ, ხოლო თვითონ პროექტი ფორმალური სოციოლოგია მხოლოდ მაშინ შეიძლება რეალიზებულ იქნეს, როდესაც სოციალური ცხოვრების გამოვლენილი ეს სუფთა ფორმები შეივსებიან ისტორიული შინაარსით.

სოციალური ცხოვრების ძირითადი ფორმები

რედაქტირება
 
გეორგ ზიმელი 1914 წელი
  1. სოციალური პროცესები — მათ მიაკუთვნებენ მუდმივ, მათი რეალიზაციის კონკრეტული გარემოებიდან თავისუფალ მოვლენებს: დამორჩილება, ბატონობა, შეჯიბრი, შერიგება, კონფლიქტი და ა. შ. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ისეთი მოვლენა, როგორიც მოდაა. მოდა გულისხმობს მიბაძვასაც და პიროვნებნის ინდივიდუალიზაციასაც. ადამიანი, რომელიც მოდას მისდევს, ერთდროულად განასხვავებს საკუთარ თავს სხვებისგან და ამავე დროს ამტკიცებს საკუთარ მიკუთვნილებას გარკვეული ჯგუფისადმი.
  2. სოციალური ტიპი (მაგ: ცინიკოსი, ღატაკი, არისტოკრატი, კეკლუცი).
  3. „განვითარების მოდელები“ — ჯგუფის გაფართოების უნივერსალური პროცესი მისი წევრების ინდივიდუალურობის გაძლიერებით. რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, ჯგუფის წევრები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ემგვანებიან ერთმანეთს. ინდივიდუალურობის განვითარებას თან სდევს ჯგუფის შეკრულობისა და ერთიანობის კლება. ისტორიულად ვითარდება ინდივიდუალურობის მხარეს, ინდივიდების მიერ მათი უნიკალური სოციალური მახასიათებლების დაკარგვის გამო.

სოციალური ცხოვრების ფორმების კლასიფიკაცია უშუალოდ ცხოვრების დინებისგან მათი დაშორების ხარისხის მიხედვით:

  1. ყველაზე ახლოს ცხოვრებასთან სპონტანური ფორმები არიან: გაცვლა, პირადი მიდრეკილება, მიბაძვა, ბრბოს ქცევა და ა.შ.
  2. ცოტა მოშორებით ცხოვრების დინებისგან, ანუ საზოგადოებრივი შინაარსისგან, დგანან ისეთი მდგრადი და დამოუკიდებელი ფორმები, როგორებიც არიან ეკონომიკური და სახელმწიფო-სამართლებრივი ორგანიზაციების სამთავრობო ფორმები.
  3. ყველაზე დიდ დისტანციას სოციალური ცხოვრებიდან „მოთამაშე“ ფორმები ინარჩუნებენ. ეს სოციაციის (სოციალური ურთიერთობის) სუფთა ფორმებია, რომელნიც მარტო აზრობრივ აბსტრაქციას კი არ წარმოადგენენ, არამედ რეალურად ცხოვრებაში შემხვედრ ფორმებს: „ძველი რეჟიმი“, ანუ პოლიტიკური ფორმა, რომელმაც თავისი დრო ამოწურა და ვეღარ აკმაყოფილებს მონაწილე ინდივიდების მოთხოვნებს; „მეცნიერება მეცნიერებისთვის“ – ცოდნა, რომელიც მოწყვეტილია კაცობრიობის მოთხოვნას, რამეთუ აღარ არის “იარაღი გადარჩენისთვის ბრძოლაში“.

ზიმელის მიერ სოციაციის ფორმები შესაბამისი შინაარსიდან იმ მიზეზით იქნენ აბსტრაგირებულნი, რათა მეცნიერული ანალიზის „საყრდენი პუნქტები“ შეემუშავებინა. მეცნიერულად დამტკიცებული მცნებების შექმნით ზიმელი სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებად დამტკიცების გზას ხედავდა. მეცნიერულად დამტკციებული მცნებები პირველრიგში სინამდვილეს უნდა ასახავდნენ და მათი მეთოდოლოგიური ღირებულებაც ის არის, თუ რამდენად უწყობენ ისინი ხელს სხვადასხვა სოციალური პროცესებისა და მთლიანობაში სოციალურ-ისტორიული ცხოვრების, თეორიულად მნიშვნელოვანი ასპექტების გაგებას და დალაგებას.

ძირითადი ნაშრომები

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • სოციალური დიფერენციაცია. სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური გამოკვლევები (1890).
  • ისტორიის ფილოსოფიის პრობლემები (1892—1893)
  • ეთიკის შესავალი (1892—1893).
  • ფულის ფილოსოფია (1900)
  • დიდი ქალაქები და სულიერი ცხოვრება (1903)
  • მოდის ფილოსოფია (1905)
  • კანტი და გოეთე (1906)
  • რელიგია (1906)
  • შოპენჰაუერი და ნიცშე (1907)
  • სოციოლოგია. განსაზოგადოების ფორმების კვლევები (1908)
  • კულტურის ფილოსოფია (1911)
  • გოეთე (1913)
  • ისტორიული დროის პრობლემა (1916)
  • რემბრანტი (1916)
  • სოციოლოგიის ფუნდამენტური კითხვები (1917)
  • თანამედროვე კულტურის კონფლიქტი (1918)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118614436 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Internet Philosophy Ontology project
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 7.2 The Fine Art Archive
  8. 8.0 8.1 დონალდ ლევინი (ed) ზიმელი: ინდივიდუალობის და სოციალური ფორმების შესახებ. ჩიკაგო: University of Chicago Press, 1971. გვ.6.
  9. ჯ. ჰელი ჰორსტი 2009. "Introduction to the translation." სოციოლოგია: კვლევები სოციალური ფორმების კონსტრუქციაში, ტომი 1. ლეიდენი, ჰოლანდია :Koninklijke Brill NV. გვ. 12
  10. http://socio.ch/sim/bio.htm სოციოლოგია შვეიცარიაში, გეორგ ზიმელი: ბიოგრაფიული ინფორმაცია
  11. http://www.archive.org/details/sociologyofgeorg030082mbp გეორგ ზიმელი და კურტ ვოლფი. გეორგ ზიმელის სოციოლოგია.Glencoe, Ill.,: თავისუფალი პრესა, 1950.
  12. http://socium.ge/downloads/klasikurisocteoriebi/ZIMELI.pdf გეორგ ზიმელის სოციოლოგია. რიდერი.